თურქული პრესა 02.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1024662
თურქული პრესა 02.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორი თურქი მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწების თაობაზე მიღებულ გადაწყვტილებაზე. სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვაპროტესტებთ სანქციების გადაწყვტილებას. აღნიშნულ აგრესიულ პოზიციას, რომელიც არანაირ მიზანს არ ემსახურება, დაუყოვნებლივ იგივე პასუხი გაეცემა. აშშ-ის ხელისუფლებას მოვუწოდებთ უარი თქვას მცდარ გადაწყვტილებაზე."  

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი, ჰაქქარის იუქსექოვას რაიონში, PKK-ელი ტერორისტების მიერ გზაზე დაგებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაღუპული სამხედროს მეუღლისა და მისი ჩვილი ბავშვის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, სადაც განაცხადა: „მოგეხსენებთ ჩემი მგრძნობელობა სიკვდილით დასჯის საკითხზე. პარლამენტში შესვლის და პარლამენტში მიღების შემდეგ მე მას დავამტკიცებ.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, პირველი ნაბიჯები იდგმება პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის მიერ წინასაარჩევნო განცხადებებში ნათქვამის შესასრულებლად, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ „სირიელი სტუმრების თავიანთ მიწაზე უსაფრთხო ტერიტორიებზე სახლებში დაბრუნება იქნება უზრუნველყოფილი.“ გაზიანთეფში, ადიამანსა და მარდინში სირიელების 5 დროებითი თავშესაფარი ბანაკი დაიხურება და იქ მყოფ 34 ათას 180 დევნილს სასაზღვრო რეგიონში მდებარე ახალ ბანაკებში გადაიყვანენ.  

თურქი ინჟინრების მიერ შექმნილი, მსოფლიოს უსწრაფესი და რადარების მიერ აღმოუჩენელი წყალქვეშა მოიერიშე რაზმის გადამყვანი ნავი 'Yonca-Onuk' ბოდრუმში ჩამოვიდა - წეს გაზეთი „ჰურიეთი“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავს მთელი ზაფხულის მანძილზე ბოდრუმისა და მისი რაიონების იალიქავაქის, გუმუშლუქშის, თურგუთრეისის, აქიარლარის, ბოტეზის ღია წყლებსა და ქარდაკს შორის მიგრანტთა უკანონო გადაყვანისა და საბერძნეთის სანაპირო უსაფრთხოების ნავების მიერ თურქეთის წყლებში შემოსვლის აღკვეთის და მყისიერად რეაგირების დავალება მიეცა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ კაპადოკიაში მიმდინარე სერიალებისა და ფილმების გადაღების პროცესებმა რეგიონში ევროპელი ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა. კაპადოკიის რეგიონში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპელი ტურისტები რაოდენობა და ამაზე დიდი გავლენა იქონია ევროპაში ეკრანებზე გამოსულმა „ტადეო ჯონსი2 : მეფე მიდასის საიდუმლო“-მ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები