თურქული პრესა 04.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1005425
თურქული პრესა 04.07.2018

 

                          

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, 24 ივნისის არჩევნებში გამარჯვებული რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტებს, 9 ივლისს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, ჯერ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, შემდეგ კი აზერბაიჯანში განახორციელებს, რითაც გააგრძელებს თურქეთის წინა პრეზიდენტების ტრადიციას. ერდოღანი შემდეგ ბელგიის დედაქალაქ  ბრიუსელში ჩავა, სადაც 11-12 ივლისს გასამართ ნატოს სამიტში  მიიღებს მონაწილეობას და აქ კი  ერდოღან-ტრამპის პირისპირი შეხვედრა შეიძლება გაიმართოს, წერს ჰაბერთურქი

Vatan-ი ერაყის ცენტრალური ხელისუფლების განცხადებას ათავსებს, რომელშიც ისინი ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ანკარასთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის ერთ ერთმა უდიდესმა ნავთობის კომპანიამ, "Türkiye Petrolleri“-მ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან ანატოლიის 4 სხვადასხვა რეგიონში ნავთობის საძიებო ჭაბურღილების გაჭრისათვის ლიცენზიები აიღო

“თურქეთის საჰაერო ფლოტი THY, ევროკავშირის ფლოტზე სამჯერ უფრო სანდოა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მონაცემების თანახმად, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავებზე 123 ჯერ ჩაატარეს ინსპექტირება და დაადგინეს, რომ თურქული ავიახაზების თვითმფრინავები 3-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ევროპის ქვეყნების ავიახაზების თვითმფრინავები

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ 1 ივლისს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ათასმა თვითმფრინავმა იფრინა ცაში და აქედან, მარტო თურქეთის 1 მილიონი კვადრატული კილომეტრის საჰაერო სივრცეში 5087-მა თვითმფრინავმა იფრინა, რაც ყველა დროის რეკორდია



მსგავსი ინფორმაციები