თურქული პრესა 20.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

995787
თურქული პრესა 20.06.2018

 

                         

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ძლიერი უარყოფითი რეაქცია გამოხატა აშშ-ს სენატის დადგენილების მიმართ, რომელიც თურქეთისათვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას კრძალავს. მისი თქმით, აშშ-ს ეს ქმედება ეწინააღმდეგება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. "ეს არის ძალზედ სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ, ავიწყდებათ, რომ თურქეთს სხვა ალტერნატივებიც გააჩნია. მკაცრად ვგმობ სენატორების ამ გადაწყვეტილებას, რადგან, იგი ზიანს მიაყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასაც", განაცხადა პრემიერმა, წერს ჰურრიეთი.

Star-ი ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრის, მუჰამმედ ჯავად ჯემალი ნუბენდეგენის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ ბრძოლაში

“ტრაპიზონი ტურისტული ქალაქი ხდება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ამ ბოლო 6 თვეში ტრაპიზონში იმატა უცხოელ ტურისტთა ნაკადმა, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან და ირანიდან. ასე რომ, ამ 6 თვეში ტრაპიზონში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა საერთო რაოდენობამ 100 ათას კაცს გადააჭარბა და ახლა, ივნისის თვეში სასტუმროები 80%-ით გაივსო რა, დიდი ხანია ასეთი სიჭარბე არ ახსოვთ აქაურ სასტუმროებს და მათი პატრონები იმედოვნებენ, რომ ივლის-აგვისტოში სასტუმროებში 100%-იანი შევსება იქნება

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველ წერს, რომ თურქეთმა მეტროს ვაგონების ექსპორტიც დაიწყო და პირველი 4 ვაგონი საზეიმო ცერემონიით გადასცეს ტაილანდს. “თურქმა ვაგონმშენებლებმა სულ 22 ვაგონი უნდა გადასცენ ტაილანდს და დანარჩენ 18 ვაგონსაც შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში გადასცემენ“, წერს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი

Vatan-ის მიხედვით კი, თურქეთ-ირანს შორის მატარებლის რეისები ახლიდან დაიწყო. ვანის რეგიონში მრავლად მოქმედებდნენ პკკ-ას ტერორისტები და ამის გამო 3 წელზე მეტია რაც შეწყვეტილი იყო მატარებლის მოძრაობა თურქეთის ქალაქ ვანიდან, ირანის ქალაქ თებრიზში და აი ახლა, როცა უსაფრთხოება მთლიანად აღდგა ამ რეგიონში, ხსენებული რეისები განახლდა, ხაზს უსვამს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები