თურქული პრესა 08.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

966214
თურქული  პრესა 08.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით რომელშიც ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ როდესაც მთელი მსოფლიო მჩაგვრელებს „one minute“ (ერთი წუთით) ეტყვის მაშინ დასრულდება ჩაგრულების პრობლემა. მან ამის შესახებ გუშინ სტამბოლში, „იერუსალიმის ბოლო საუკუნე“ სახელწოდების პროგრამაში მონაწილეობის დროს განაცხადა. ერდოღანმა ისიც აღნიშნა, რომ პალესტინის  საკითხი, მხოლოდ რომელიმე ერის  პრობლემა არ არის არამედ, იგი მსოფლიოში ყველა ჩაგრულის სიმბოლოა.  იერუსალიმი კი კაცობრიობის საერთო ღირებულებაა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სერბეთის პრეზიდენტმა  ალექსანდრ ვუჩიჩმა  განაცხადა, რომ თურქეთმა ბალკანეთში უსაფრთხოების და მშვიდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ამისათვის მას მადლობას უხდის. ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ალექსანდრ ვუჩიჩმა პრეზიდენტ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მას თურქეთის გარდა სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი დახვედრა არ ქონია და ამისათვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა. ვუჩიჩმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი, ბალკანეთში ყველაზე ძლიერ ძალას წარმოადგენს რა, ბალკანეთის ქვეყნები სწორედ რომ, თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ტერორისტებისგან გაწმენდილ ქალაქ ჯერაბლუსში ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა. ინგლისში გამოქვეყნებული გაზეთი „Financial Times“-ი თურქეთის ოფიციალური პირების მიწვევით ჯერაბლუსში ჩავიდა რა, არსებული ბოლო მდგომარეობის შესახებ სტატია მოამზადა. სტატიის მიხედვით 2016 წელს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ „ევფრატის ფარი“-ს ოპერაციით ტერ ორგანიზაცია  PKK/PYD-YPG და DEAŞ-ისგან  გათავისუფლებულ ქალაქ ჯერაბლუსში ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა რა, ადგილობრივები ამისათვის თურქეთისგან დიდად კმაყოფილები არიან.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში განხორციელებული „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციის შემდეგ, ანკარის ახალი სამიზნე ქალაქი, მემბიჯია რა, ამის შესახებ ყველა პლატფორმაზეც აცხადებს. მეორეს მხრივ, აშშ აცხადებს, რომ თურქეთთან მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ამ საკითხში, თურქეთი შიშობს, რომ სირიაში ახალი კონსტიტუციის სამუშაოს დაწყების შემთხვევაში მემბიჯის მოსახლეობაზე, რომლებზეც სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება, PYD-YPG დიდ ზეგავლენას მოახდენს.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ სხვადასხვა სამხედრო სისტემების მწარმოებელ თურქულ კომპანია,    ASELSAN -ის გენერალურმა  მენეჯერმა  და თავმჯდომარემ ჰალუკ გორგუნმა განაცხადა, რომ თურქეთმა  თავდაცვის მრეწველობის სფეროში ეროვნული წარმოების თვალსაზრისით  საკმარის დონეს მიაღწია. მისივე თქმით ეროვნული წარმოების თავდაცვის სისტემები საცდელ ეტაპზეა უკვე გასული.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები