თურქული პრესა 02.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

921406
თურქული პრესა 02.03.2017

 

                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მორიგი აფრიკული ტურის ფარგლებში სენეგალში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო აქ გამართულ თურქეთ-სენეგალის ბიზნეს ფორუმში და თქვა, რომ ამ ბოლო წლებში აფრიკაში, მათ შორის სენეგალშიც,  ყველაზე მეტად თურქი ინვესტორები აქტიურობენ და სწორედ მათ ააშენეს ამ ქვეყნის დედაქალაქში საერთაშორისო აეროპორტი, რომლითაც ძალიან ამაყობენ. “როცა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სენეგალში პირველად ჩასულა, სიამაყით უკითხია, ეს მშვენიერი აეროპორტი ფრანგი ინვესტორების მხრიდანაა ხომ აგებულიო, მაგრამ, როცა პასუხად თურქი ინვესტორები მიუღია, გაკვირვებულა და შოკში ჩავარდნილა, ასე მოსვლია ახლანდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი  

Vatan-ი ერთი მაღალჩინოსანი ამერიკელის განცხადებას უთმობს ადგილს. მისი მიხედვით, იგი შეეხო რა ამერიკის მხრიდან თურქეთისათვის მიცემულ პირობას, რომლითაც ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულმა განშტოება, PYD-YPG-მ უნდა დასტოვოს ოკუპირებული მენბიჩის რეგიონი, თქვა, რომ მისი ქვეყანა კატეგორიულია ამ პირობის შესრულებაში, რადგან, მათი აზრითაც ქურთებმა უნდა დასტოვონ ოკუპირებული ევფრატის დასავლეთი მხარე და კვლავ აღმოსავლეთ მხარეს უნდა დაუბრუნდნენ. მისივე თქმით, თურქეთი და აშშ-ი ორიენტირებულნი არიან ერთობლივად შექმნილი მექანიზმის დადებით  შედეგებზე, ხოლო ამის პარალელურად გაგებით ეკიდებიან თურქეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეშფოთებასაც, რომლის ფარგლებშიც  აფრინის რეგიონში ზეთისხილის რტოს სახელწოდების ოპერაცია მიმდინარეობს

“5G-ზე ყველაზე უწინ თურქეთი გადავა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ GSMA-ს ოპერატორების გამოფენაში და შეფასება მისცა რა ამ გამოფენას, თქვა, რომ თურქეთი 2016 წელს გადავიდა 4.5G-ზე და 2020 წელს კი იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც პირველები გადავლენ 5G-ზე. მისივე თქმით, ამ გზაზე უკვე დიდი ნაბიჯები გადადგეს, თანაც უცხო ოპერატორების დაუხმარებლად და დახმარების მოლოდინე თურქეთიდან, დახმარების გამწევ თურქეთად გადაიქცნენ

HaberTürk-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის სასტუმროთა ასოციაცია TUROB-ის თავმჯდომარე თიმურ ბაინდირთან, რომლის თქმითაც მიმდინარე წლის დასაწყისში მონაწილეობა მიიღეს ჯერ ჰოლანდიაში და შემდეგ ესპანეთში ჩატარებულ ტურიზმის გამოფენებში რა, პოზიტიური სიგნალები მიიღეს ევროპის ტურისტული ბაზრებიდან, ამიტომაც 2018 წელში უფრო მეტ ევროპელ ტურისტებს ელიან. “მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 38,48%-ით მოიმატა ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობამ და პირველად ისტორიაში, იანვრის თვეში მილიონ ნახევარს ტურისტს ვუმასპინძლეთ“, განაცხადა ბაინდირმა

Yeni Şafak-ი რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მაკონტროლებელი ორგანო, Rosselxoznadzor-დან გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ხსენებული ორგანიზაცია თურქული ბადრიჯანის, წიწაკის, სალათის, ბროწეულის და ყაბაყის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს 5 მარტიდან გააუქმებს



მსგავსი ინფორმაციები