თურქული პრესა 01.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

920675
თურქული პრესა 01.03.2018

თურქული პრესა 01.03.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ალჟირში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის მიერ  ოკუპირებულ სირიის აფრინის რეგიონში 540 კვადრატული კილომეტრი ტერორისტებისგან გაიწმინდა და დაამატა: „იქ PYD/YPG დაიშალა. რთული რეგიონი გადაილახა, მარტივი რეგიონისკენ მოვდივართ. შემოისაზღვრა  როგორც ნახევარმთვარე. უკვე ჩვენი საზღვრების შემაწუხებელი პირობები დიდწილად მოხსნილია. ეს ჩვენი არმიის საქმეს კიდევ უფრო გააადვილებს.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, სირიის აფრინის რეგიონში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს მეშვეობით კუთხეში მიმწყვდეული სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-YPG PKK/YPG-ს წევრი ტერორისტები სამოქალაქოებს ცოცხალ ფარად იყენებენ და მათ კი ვინც მხარს არ უჭერს, უმოწყალოდ ხოცავენ. ამ ვითარებაზე საუბარია სადაზვერვო განყოფილებების მიერ მომზადებულ 25 გვერდიან ანგარიშში. ადგილობრივი წყაროების მიერ თავისუფალი სირიის არმიისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების წევრების დადასტურებით მომზადებული ანგარიშის თანახმად, თურქი სამხედროების მიერ ერთ დაბის ცენტრში, 75 სოფელში და 6 სოფლის ქვემო დასახლებაში 7-დან 13 წლამდე 211 ბავშვია მოკლული. ასევე იმის გამო, რომ მათ მხარს არ უჭერდნენ, ტერორისტებმა 417 სამოქალაქო პირი მოკლეს.   

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კვიპროსის თურქული მხარისა და თურქეთის მოსმენის გარეშე თვალდახუჭული ბერძნული მხარის მხარდაჭერით ევროკავშირმა კვიპროსის თურქი ხალხის თვალში პატივისცემა კიდევ უფრო დაკარგა. სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კვიპროსის თურქული მხარის თანხმობით მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოწოდება არ შეესაბამება რეგიონში არსებულ ვითარებას და საერთაშორისო სამართალს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტუსკის ეს მიდგომა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გრძელი სანაპიროების მქონე თურქეთის უფლებების თვითნებურად იგნორირების მცდელობა მიუღებელია და ევროკავშირი როგორც ყოველთვის კვიპროსელი თურქების და მათი ლეგიტიმური უფლებების დავიწყებას და იგნორირებას ცდილობს.        

გაზეთი „ვათანი“ კი იუწყება, რომ იანვრის თვეში თურქეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 1.5 მილიონს მიუახლოვდა და ყველა დროის რეკორდი მოხსნა. გერმანიიდან დაჯავშნები ორჯერ გაიზარდა, სასტუმროების შევსების რაოდენობა 28%-ით, შემოსავალი კი 10%-ით გაიზარდა. ტურისტებმა კვების სექტორი 15%-ით გაზარდეს. 2017 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა 1 მილიონ 55 ათას 474 იყო, 2018 წლის ამავე პერიოდში კი 38%-ით გაიზარდა. ამ მონაცემით სექტორმა საუკეთესო 2015 წლის ციფრსაც კი გადააჭარბა. ყველაზე მეტი 831 ათასი ტურისტი სტამბოლში ჩავიდა, გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 10%-ით, რუსეთიდან კი 70%-ით გაიზარდა.

და ბოლოს, უეფაში გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალისტების გამოვლენის შემდეგ ქვეყნების ქულათა კლასიფიკაცია განახლდა. პირველ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდეს ესპანეთმა გერმანიამ, ინგლისმა და იტალიამ, მათგან უეფას კლასიფიკაციის პირველი სამი კლუბი 2018-2019 წლის სეზონზე ჩემპიონთა ლიგაში ოთხ-ოთხი კლუბით მიიღებს მონაწილეობას. მეოთხე ადგილზე გასასვლელ ქვეყანასთან ერთად  მეხუთე საფრანგეთიდან და მეექვსე რუსეთიდან სამ-სამი კლუბი იქნება წარმოდგენილი ევროპის კლუბების დონის ნომერ პირველ ტურნირზე. მეშვიდე მეათე ადგილებზე გასული პორტუგალიიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან კი ორ-ორი კლუბი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, წერს გაზეთი "ჰაბერ თურქი."


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები