თურქული პრესა 05.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

903782
თურქული პრესა 05.02.2017

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan -ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ საღამოს ვატიკანს გაემგზავრა.  იგი დღეს ვატიკანში კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერ, პაპა ფრანცისკეს, ხოლო შემდეგ რომში,  იტალიის პრეზიდენტ,  სერჯიო მატარელას შეხვდება. ამ შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა თურქეთ-ვატიკანის ურთიერთობები,  იერუსალიმის საკითხი, ტერორიზმი, ისლამოფობია, არალეგალური მიგრაციის, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, სირიაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და სხვა რეგინალური და საერთაშორისო საკითხები იქნება. ერდოღანის ეს ვიზიტი, თურქეთის მხრიდან ვატიკანში პრეზიდენტის რანგში 59 წლის შემდეგ განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება

Sabah-ი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს. მისი მიხედვით, 20 იანვრის აქეთ, ე.ი. რაც ზეთისხილის რტოს ოპერაცია დაიწყო ჩრდილოეთ სირიის ქალაქ აფრინში დაბუდებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ ტერორისტებმა თურქეთის ქალაქ ჰათაის 60, ქალაქ ქილისს 34, მთლიანობაში 94 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 113 კი დაიჭრა. “ამის საპასუხოდ თურქმა ჯარებმა მიწასთან გაასწორეს ტერორისტთა კუთვნილი 538 სამიზნე და ლიკვიდირება გაუკეთეს 935 მათგანს“, განაცხადა პრემიერმა ილდირიმმა, წერს საბაჰი

Yeni Şafak-ი კი ვიცე პრემიერმინისტრის ბექირ ბოზდაღის განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით თურქეთის არმია ჩრდილოეთ სირიაში განთავსებული ტერორისტების განადგურების მიზნით მდინარე ევფრატის დასავლეთში მდებარე ქალაქ მენბიჩზეც მოაწყობს ლაშქრობას და ეს იქნება ევფრატის ფარისა და ზეთისხილის რტოს შემდეგ რიგით მესამე ლაშქრობა სირიის ჩრდილოეთში, რითაც თურქეთის მოსაზღვრე სირიის რეგიონები მთლიანად გაიწმინდება ტერორისტებისგან. მისივე თქმით, თურქ ჯარისკაცებს ნება მიეცემა ქურთი ტერორისტების უნიფორმაში გადაცმული და ქურთების მხარდამჭერი ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლაც

“რეკორდული წარმოება საავტომობილო მრეწველობაში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით 13%-ით მოიმატა ავტომანქანების წარმოებამ და 1 მილიონ 674 ათს ერთეულს მიაღწია, ხოლო მსუბუქი ავტომობილების წარმოება კი 18%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 121  ათასს მიაღწია რა, ეს ორივე მაჩვენებელი რეკორდულია

Hürriyet-ის პირველსავე გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სახელწოდებაა: “ორი თურქი მთელი მსოფლიოს იმედი გახდა“ და მისი მიხედვით გერმანიაში მცხოვრები თურქი პროფესორის, უღურ შაჰინის და მისი თურქი მეუღლე, დოქტორი ოზლემ თურეჯის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები კიბოს დაავადების დამარცხების საკითხში, ახალი იმედი  გახდა მთელი მსოფლიოსათვის. ამ თურქმა მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულ   13 პაციენტში მნიშვნელოვნად შეამცირეს კიბოს რეციდივი, ერთში მთლიანად მოსპეს, ერთში საკმარისად შეამცირეს, ხოლო 2 ავადმყოფს კი კიბოს ზრდა მთლიანად შეუჩერეს, წერს ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები