თურქული პრესა 30.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

899794
თურქული  პრესა 30.01.2018

მიმოხილვას გაზეთ „Hürriyet“-ით ვიწყებთ, რომელშიც ბექირ ბოზდაღის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ ერთზე მეტი აშშ-ია, რომლის სიტყვა და ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ თურქეთი მხოლოდ მათ განცხადებებს არ დაჯერდება, არამედ ქმედებებსაც მიაქცევს ყურადღებას. მისივე თქმით,  პენტაგონის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ამერიკამ არასწორი პარტნიორი აირჩია“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკულ გაზეთ, New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით, „ამერიკამ  არასწორი პარტნიორი აირჩია“, რომელშიც იგი ტერ ორგანიზაცია, PYD/PKK-YPG-ს საკითხზე და  თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. თურქმა მინისტრმა სტატიაში აღნიშნა, რომ აშშ,  თურქეთის მსგავსი პარტნიორის ნაცვლად YPG/PKK-ზე ნდობის  გამოცხადებით საკუთარ თავს აზარალებენ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ სოფლის მეურნეობის  და მეცხოველეობის პროდუქციის ეფექტიანობის მიზნით, კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „სამაგალითო სოფელი“ პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ყველა პროვინციაში სამი სოფელი იქნება შერჩეული რა,  მათ ამ თვალსაზრისით  შესაბამისი მხარდაჭერა გაეწევათ.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით თურქეთის ქალაქ მალათიაში 1989 წელს აშენებული და საერთოდ გამოუყენებელ ვაგონების სარემონტო ქარხანაში „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციამ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. აღნიშნულ ფაბრიკაში საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო მასალები უნდა დამზადდეს. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია მსგავსი ღონისძიებების გატარებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც  აპირებს.

გაზეთი „Star“ იუწყება, რომ აშშ-ს კულტურის ცენტრად მიჩნეულ, ნიუ იორკში, სადაც ყოველწლიურად „New York Times Travel Show„ სახელწოდების გამოფენა იმართება, თურქეთიც არის ჩართული. გამოფენაზე 150 ქვეყნიდან 500-ზე მეტი ფირმა იღებს მონაწილეობას რა, იგი ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი გამოფენა-ბაზრობაა. თურქული ფირმების მთავარი სპონსორი კი თურქეთის ავიახაზები (THY) გახლავთ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები