თურქული პრესა 23.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

895005
თურქული  პრესა 23.01.2018

მიმოხილვას გაზეთ „HaberTürk“-ით ვიწყებთ, რომელშიც ერდოღანის ამერიკისათვის გაცემულ პასუხზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის, აფრინის რეგიონში დაწყებული ოპერაციის შესახებ, აშშ-ს მხრიდან, „ვადა განსაზღვრული უნდა იყოს“ განცხადებას, ერდოღანმა ასე უპასუხა: „თქვენი ავღანეთში ყოფნის დროს განსაზღვრული იყო? როდის უნდა დასრულდეს? ჩვენ სანამ 2002 წელს მთავრობაში მოვიდოდით თქვენ,  ერაყში შეხვედით. ჯერ კიდევ იქ ხართ. ახლაც სირიაში იმყოფებით. ასეთი საკითხის ვადა როგორ შეიძლება დაასახელო?“

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ  ტერ ორგანიზაცია, PKK/YPG-ს შორის სირიის ქალაქ, აფრინის ცენტრში ჩასატარებელი ოპერაციის შესახებ შეუთანხმებლობა არსებობს. მათგან ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრი, ასადის რეჟიმს გადასცენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა, დამასკოს რეჟიმთან სამი დღის განმავლობაში შვიდი შეხვედრა გამართეს. ტერ ორგანიზაციის ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ქალაქის ცენტრი რუსეთს დაუთმონ. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ამ შეთავაზებაზე უარი განცხადა. ხოლო  მესამე ნაწილი კი თვლის, რომ ქალაქიდან სამოქალაქოების გასვლას ნება არ მიეცეს და წინააღმდეგობის გასაწევად შესაბამისი სამზადისი დაიწყონ.

„80 მილიონი ერთ მუშტად შეიკრა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Sabah“-ში  და მასში ვკითხულობთ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ხალხმა ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD-YPG-ს  შავ პროპაგანდას საკუთარ სახლებზე და სამუშაო ადგილებზე თურქეთის დროშების გამოფენით უპასუხეს. თურქეთის შეიარაღებული ძალების  მიერ, აფრინში დაწყებული ოპერაციის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობამ დროშების გამოფენით ოპერაციისადმი მხარდაჭერა გამოთქვა.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აფრინში PKK/PYD-DEAŞ-ის გარიგება“და მასში ვკითხულობთ: ტერ ორგანიზაციაPKK/PYD-სა და DEAŞ-ს შორის არსებულ გარიგებას კიდევ ერთი დაემატა. PYD/PKK-მ მათ  საპყრობილეებში მყოფი DEAŞ-ის ტერორისტები, თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობით გაათავისუფლა.  PYD/PKK-ს ტერორისტებმა ადრეც, აშშ-ს ინფორმაციის ფარგლებში ქალაქ, რაკიდან დეაშელი ტერორისტების გაყვანას შეუწყო ხელი.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციამ ბაზრებზეც დადებითად აისახა. ოპერაციის დაწყებიდან თურქული ლირა დოლართან მიმართებაში გამყარდა. აფრინის ოპერაციამ სტამბოლის საფონდო  ბირჟაზეც დადებითად აისახა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები