თურქული პრესა 19.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

892021
თურქული პრესა 19.01.2017

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა შეფასება მისცა რა აშშ-ს მაღალჩინოსნების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში სასაზღვრო არმიის შექმნის თაობაზე გავრცელებულ არა თანმხვედრ პოზიციებს, თქვა, რომ ამერიკელებს თავი და ჭკუა არეული აქვთ, რადგან, ერთი მაღალჩინოსნის ნათქვამს, მეორე აბათილებს. “რაც შეეხება ანკარას, მისი პოზიცია აშშ-ს და კოალიციის მხრიდან სირიის ჩრდილოეთში სასაზღვრო არმიის შექმნის თაობაზე, რომლის ძირითადი ბირთვი ქურთი ტერორისტებისგან იქნება შემდგარი, არა ორაზროვანია, თურქეთი არ დაუშვებს მისი საზღვრების გასწვრივ ტერორისტული არმიის შექმნას“, ხაზგასმით განაცხადა ილდირიმმა, წერს საბაჰი

HÜRRİYET-ი ამავე საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერის, იბრაჰიმ ქალინის მოსაზრებებს ავრცელებს. მისი თქმით, თურქეთი, თავისი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ დაფიქსირებული ყველანაირი საფრთხის წინააღმდეგ შესაბამისი და საჭირო ზომების მიღებას გააგრძელებს. “სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG-ე, რომელსაც ჩვენ PKK-ას განშტოებად ვთვლით, ამჟამად თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ აფრინს და მის მიდამოებს აკონტროლებს, რაც თურქეთის უსაფრთხოებისათვის მეტად დიდ რისკს შეიცავს, ამიტომაც ჩვენ ვინმესგან ნების აუღებლად, საჭიროების შემთხვევაში შევიჭრებით კიდეც აფრინში და მას ქურთი ტერორისტებისგან გავათავისუფლებთ“, აღნიშნა ქალინმა

“თურქეთის თანხმობას ველოდებით“, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს VATAN-ი და მასში ვკითხულობთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ ამ თვის ბოლოს, სოჭში დაგეგმილი სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესში მონაწილე სირიული დაჯგუფებების სია უკვე მომზადებული აქვთ და ახლა თურქეთის მხრიდან ამ სიის დამტკიცებას ელიან. "ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თურქი და ირანელი პარტნიორები თანხმობას განაცხადებენ რუსეთის მხრიდან მომზადებულ ამ სიაზე და თუ მათაც რაიმე უთანხმოება არ ექნებათ, ჩვენ ამ სიაში მყოფებს მიწვევებს გავუგზავნით", განაცხადა ბოგდანოვმა, წერს ვათანი

STAR-ი ტექნოლოგიის განყოფილებაში იტყობინება, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ ფირმა ROKETSAN-ის მიერ წარმოებული SOM-ის სახელწოდების რაკეტას ხშირად აჩვენებენ საერთაშორისო სამხედრო გამოფენებზე თუ ბაზრობებზე რა, იგი მნახველებში დიდ ინტერესს იწვევს. როკეტსანის ხელმძღვანელების განცხადებით, უახლოეს მომავალში სომ-ის რაკეტას ექსპორტში გაიტანენ აშშ-ში და აზერბაიჯანში, ხოლო ამის პარალელურად მოლაპარაკებებს აგრძელებენ უცხო ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და შეთანხმების მიღების შემთხვევაში თურქული რაკეტების ექსპორტს საგრძნობლად გაზრდიან

HABER TÜRK-ი კატარის სავაჭრო პალატის თავჯდომარის, შეიხ ჰალიფე ბინ კასიმ ელ სანის განცხადებას უთმობს ადგილს. მისი მიხედვით,  კატარი, ერთ ერთი თურქული კომპანიის მეშვეობით, ინვესტიციას ჩადებს თურქეთის საავტომობილო მრეწველობაში და ისინი ერთობლივად აწარმოებენ ადგილობრივ თურქულ ავტომობილს



მსგავსი ინფორმაციები