თურქული პრესა 15.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

888333
თურქული  პრესა 15.01.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა, აშშ-ს მიერ მიღებული სკანდალური გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „აშშ-ის მიერ  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG-ს მიმართ გადადგმული ნაბიჯი მიუღებელია. იგი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით დაჟინებას მკაცრად ვგმობთ და ყველას კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ თურქეთს, მის მიმართ განსახორციელებელი ყოველგვარი საფრთხის აღკვეთა შეუძლია.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთში ხალიჩების წარმოების ცენტრად მიჩნეულ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის მწარმოებლებმა გასულ წელს აშშ-ში 367 მილიონ 733 ათასი დოლარის ღირებულების ხალიჩების ექსპორტი განახორციელეს. მათი ახალი მიზანი, აშშ-ს ბაზარში უფრო აქტიურად შესვლაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ხალიჩების ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს განხორციელებული ექსპორტის მიმდინარე წელს, 11.9%-ით გაზრდას ისახავენ მიზნად.

„წინასწარი დაჯავშნით ადგილობრივი ტურისტის 6 მილიონამდე გაზრდა იგეგმება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) თავმჯდომარე,  ბაშარან ულუსოიმ განაცხადა, რომ წინასწარი დაჯავშნის წესით გასულ წელს ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა 5 მილიონამდე გაზარდეს და მიმდინარე წელს ამ რიცხვის 6 მილიონამდე აყვანას გეგმავენ.

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით თურქეთში ზამთრის ტურიზმი 1 დეკემბერს დაიწყო. ტურიზმის სამინისტროს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებულმა გაცნობითმა ვიდეორგოლებმა შედეგიც გამოიღო. ამ ვიდეორგოლებმა  თურქეთის ზამთრის კურორტებიდან, ქაისერში და ერზრუმში ტურისტების როგორც რუსეთიდან ასევე, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდანაც მოზიდვას შეუწყო ხელი.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ბულგარეთის პრემიერმინისტრ, ბოიკო ბორისოვის მონაწილეებით 7 იანვარს გახსნილი, წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის მნახველები დღითიდღე იზრდება. ეკლესიის მნახველები, როგორც ბულგარელები ასევე სტამბოლში ჩასული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები გახლავთ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები