თურქული პრესა 10.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

885183
თურქული  პრესა 10.01.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის ავიახაზების კომპანიის (THY)   უცხო ქვეყნების  წარმომადგენლებთან შეხვედრაზეა გამართა და  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე წარმატებების მოპოვება სურთ, ჯერ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა დაამტკიცონ. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთის ავიახაზების კომპანია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიოს მასშტაბით კომფორტულ მომსახურებას ახორციელებს, მისით  ამაყობენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი  წერს, რომ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ თურქეთმა, ანკარაში რუსეთის და ირანის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა. თურქეთმა, რეჟიმის მიერ სირიაში დეესკალაციის ზონებში ჩადენილი დარღვევების  შეშფოთება, ასტანაში რეჟიმის სამხედრო და დიპლომატიური არხების  გარანტორ რუს და ირანელ უფლებამოსილებს აცნობა.

გაზეთი „Vatan“-ი  თავდაცვის მინისტრ, ნურეთთინ ჯანიკლის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ სამხედრო ერთეულებში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების დანადგარები გააჩნიათ, მაგრამ  S-400-ი და მსგავსი დანადგარები რადგან მოცულობით დიდა, დამატებითი ცვლილებების განხორციელება დასჭირდებათ. მისივე თქმით S-400-ების შესასყიდად შეთანხმება, საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გააფორმეს.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით  სტამბოლის ბეიქოზის რაიონის მერიასა და „მდინარე რივა“-ს გარემოს დაცვის, წყლის უსაფრთხოებისა და ურბანული დიზაინის პროექტის განმხორციელებელ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ბეიქოზის მერის განცხადებით აღნიშნული პროექტი რაიონის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი, ფამუქქალეს  ანტიკური ქალაქის,  ჰიერაპოლისის თერმული აუზის  წლების მკურნალობის გზით გამოყენება, წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  უძველესი ჰიერაპოლისის თერმული აუზის  წლები, ზამთარ-ზაფხულ  36 გრადუსია რა, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა.   


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები