თურქული პრესა 04.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

881543
თურქული პრესა 04.01.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის დაცვის S-400-ის პროექტის სამხედრო სტრუქტურის ფორმა ცნობილი გახდა. S-400-ის სისტემის სარდლობა 2 ბატალიონისა და 4 რაზმისგან შეიქმნება. სისტემაში მზადყოფნაში არსებული 144 რაკეტა განლაგდება. სისტემის ყველა ელემენტი ბორბლებიან საშუალებებზე განთავსდება. ამგვარად, კრიზისულ პერიოდში ისინი საჭიროების მიხედვით რეგიონებში იქნება გადატანილი. S-400 სისტემის კონტროლი მთლიანად თურქეთის ხელში იქნება.   

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციებით ბოლო 1 წელიწადში 2 ათას 207 ტერორისტი იქნა განეიტრალებული და მათგან 1212 ლიკვიდირებული. აღნიშნულმა პკკ-ს ერაყის კანდილის რეგიონში დაბუდებული ეგრეთ წოდებული ლიდერები გააცოფა. ე.წ. ლიდერები ტერორისტების მიმართ გადამცემებით საუბარში აღიარებენ, რომ თურქი სამხედროების ყოველდღიურად ტექნიკის და ნაბიჯების ცვლილებით ტერორისტები დიდი მარცხს განიცდიან.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა იტალიურ გაზეთ Milano Finanza-სთვის დაწერილ სტატიაში ყურადღება გაამახვილა ხმელთაშუა და შავ ზღვებში თურქეთის მიერ წარმოებულ ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამძებრო სამუშაოებზე. მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვაში სეისმური კვლევების წარმოებისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარებს, მომდევნი პერიოდში ასეთი სამუშაოების ჩატარებას შავ ზღვაშიც გეგმავენ და დაამატა: “ამ სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული ორივე ზღვის პოტენციალის გამოსავლენად და ამავდროულად თურქეთში და ჩვენს რეგიონში მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შესატანად კვლევითი და გაბურღვითი სამუშაოები ჩატარდება.“

გუშინ ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა 2017-2023 წლების მომცველი „ენერგო ეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“- წერს გაზეთი „ჰურიეთი“. გეგმის მიხედვით, ავტომობილების ქალაქის ცენტრებში შესვლის შემზღუდველი შემაკავებელი ზომები გატარდება, პარკირების საფასური ქალაქის ტრანსპორტით გადატვირთულ ზონაში მაღალი, მშვიდ ადგილებში კი შედარებით დაბალი გახდება. სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო ორგანიზაციების და სკოლების დაწყება-დამთავრების საათები უფრო ეფექტურად მოწესრიგდება. ქალაქებში დაბალი ნახშირბადის გამოყოფის ზონები შეიქმნება და ამ ზონებში დიდი ტონაჟის მანქანების შესვლა აიკრძალება.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იტყობინება, რომ ჯენქ თოსუნის ინგლისურ კლუბ „ევერტონ“-ში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა. ლონდონში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად გამგზავრებული ბეშიქთაშის ხელმძღვანელი ფიქრეთ ორმანი, „ევერტონი“-ს მმართველებს ჯენქ თოსუნის ტრანსფერის საკითხზე შეუთანხმდა. ბეშიქთაში ამ ტრანსფერისგან 25 მილიონ ევროს მიიღებს. ინგლისელები ამ ტრანსფერის თაობაზე განცხადებას 24 საათში გააკეთებენ. ჯენქი გასულ დღეებში ინგლისში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. ჯენქ თოსუნი თურქეთიდან უცხოეთში ტრანსფერით წასული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები