თურქული პრესა 30.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

858342
თურქული პრესა 30.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NETAŞ-ის დაარსების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა. „საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ჩვენს ცხოვრებაში მასშტაბები თანდათან გაიზრდება. ახლო მომავალში უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების ეპოქა დაიწყება. ტექნოლოგიის საკითხში თურქეთში 2003 წლიდან თვალშისაცემი წინსვლა ხდება. 2002 წელში, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით არავინ იცოდა რა იყო ფართო ზოლი. 2 დღის უკან ინგლისში ვიყავი იქ ინტერნეტის სიჩქარე უფრო დაბალია. ახლა ფართოზოლოვანი ინტერნეტი, მობილური ინტერნეტი არსებობს. 10 წლის მანძილზე 5G ტექნოლოგიებისაკენ მივემართებით“ - აღნიშნა პრემიერმა ილდირიმმა.    

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გასროლა დაგმო. საგარეო საქმეთა სამინიტრომ ჩრდილოეთ კორეაში განხორცილებული ბალისტიკური რაკეტის გასროლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვტილებების კიდევ ერთხელ დარღვევით ბალისტიკური რაკეტის გასროლას ვგმობთ. კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკას, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების შეწყვეტის და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებებში აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისაკენ მოვუწოდებთ.“  

რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისა და ევროპისათვის მიწოდებისათვის ასაგები თურქული ნაკადის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის საზღვაო ნაწილის მშენებლობის 30% დასრულდა - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. კომპანია TurkStream-ში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მილსადენის შავი ზღვის ფსკერზე აგებულმა ორი ღრმა საზღვაო ხაზის მთლიანმა სიგრძემ 555 კილომეტრს მიაღწია. ორი ხაზისგან შემდგარი, თითოეული 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამტარობის პროექტის, საზღვაო ნაწილის მშენებლობას რუსული კომპანია გაზპრომის 100%-იანი შვილობილი კომპანია South Stream Transport B.V. ახორციელებს.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქეთში ბოლო წლებში სოფლის მეურნეობისათვის გაწეული მხარდაჭერის გავლენითაც „ორგანულად სუფთა პროდუქტის“ წარმოება დღითიდღე იზრდება. სექტორი 10 წელიწადში ხუთჯერ გაიზარდა და თურქეთი 70 ათასი ორგანულად სუფთა სოფლის პროდუქტების მწარმოებლით მსოფლიოს პირველ ათეულში შევიდა. თურქეთის ეროზიასთან ბრძოლის, გატყიანებისა და ბუნების დაცვის ფონდის (TEMA) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის გაყიდვების განმხორციელებელი Temarı Gıda-ს მმართველი საბჭოს წევრმა, ვილდან ილდიზმა, განაცხადა, რომ 1980-იან წლებში ორგანულად სუფთა პროდუქციის რაოდენობა 8 იყო და დღეს ამ ციფრმა 238-ს მიაღწია . მისივე განცხადებით, თურქეთში ორგანულად სუფთა პროდუქციის წარმოებს ბაზრის მოცულობა 500 მილიონი დოლარია და ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტირება 26 ქვეყანაში ხდება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ წელს მეჩვიდმეტედ გასამართ სასათბურე მეურნეობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოფენა Growtech Eurasia ანტალიის ექსპო ცენტრში გაიხსნა. Growtech-ის ბრენდის დირექტორმა, ენგინ ერმა განაცხადა: „წელს 4 კონტინენტის 30 ქვეყნიდან 800 მონაწილე კომპანია გვყავს. ამასთანავე ყოველწლიურად ვიზიტორთა რაოდენობაში რეკორდის დამყარების ტრადიციაც გვაქვს. 2017 წლისთვის ჩვენი მიზანი 85 ქვეყნიდან 85 ათასი ვიზიტორია.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები