08.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

785821
08.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური რისკების და გაურკვევლობების გავლენით, საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციების მერყეობის მიუხედავად, თურქეთში წლის პირველ 5 თვეში ხუთი კონტინენტიდან შემოვიდა ინვესტიცია. ამით, წლის პირველ ხუთ თვეში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა 11 %-ით და მიაღწია 4,7 მილიარდ დოლარს.

  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (UDY) სექტორების გარდა, საყურადღებო გახდა თურქეთის ტრადიციული საერთაშორისო ინვესტიციის წყაროების სხვადასხვაობა.

მაშინ, როცა შემცირება არ შეიმჩნა აშშ-ის და ევროპიდან შემოსულ ინვესტიციებში, სპარსეთის ყურის და შორეული აღმოსავლეთ აზიიდან შემოტანილმა ინვესტიციის მატებამაც მიიქცია ყურადღება.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, თურქეთმა, ქარის ენერგიაში, იანვარ-ივნისის პერიოდში, 377 მეგავატი სიმძლავრის მოცულობით, ევროპაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ევროპის ქარის ენერგიის ასოციაციის „WindEurope“-ს განცხადებით, სისტემაში, წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში,  შევიდა სულ 6.100 მეგავატი სიმძლავრის ქარი.  წარმოებაში, გერმანიამ, ევროპაში შეტანილი 2.200 მეგავატი სიმძლავრის ქარით, პირველი ადგილი დაიკავა. 1.200 მეგავატი სიმძლავრის ქარით, ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა ინგლისმა და 492 მეგავატით მესამე ადგილზეა საფრანგეთი.

თურქეთი კი, 2017 წლის პირველ ნახევარში სისტემაში შეტანილი 337 მეგავატი სიმძლავრის მოცულობით ევროპის მეოთხე გახდა-აღინიშნა განცხადებაში.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, ჩინეთმა 2018 გამოაცხადა თურქეთის ტურიზმის წლად.

 თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) წევრები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მომუშავე სააგენტოები ერთად შეიკრიბნენ  სხდომაზე სახელწოდებით:-„2018 წელი ჩინეთში თურქეთის ტურიზმის წელი“, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთში თურქეთის ტურიზმის წლად გამოცხადებას. თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) განცხადებით, 2018 წელი ჩინეთში  თურქეთის ტურიზმის წლად იქნა გამოცხადებული.

საინტერესო სტატიით იქცევს ყურადღებას გაზეთი „სტარ“-ი და აღნიშნავს, რომ ბალიქესირის აივალიკის რაიონის ერთ-ერთმა ფირმამ, მიმდინარე წლის 6 თვეში, ჰონკონგს მიაწოდა 150 ათასი დოლარის ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, საპონი, ასევე ზეთისხილის მურაბა,  რძე, ლოქუმი და ზეითუნის სუნამო. თურქეთსა და საზღვარგარეთის ღონისძიებებში თავის ნაწარმი ზეითუნის ზეთებით მრავალი ჯილდოს მფლობელი ფირმის მე-4-ე თაობის წარმომადგენლებიდან მუსტაფა აქინჯის ცნობით, მიზნად ისახავენ ბუტიკი ფირმის გაფართოებას.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს რომ ლონდონში, მსოფლიოს მე-16-ე ათლეტიზმის ჩემპიონატში თურქეთს წარადგენდა ეროვნული სპორტსმენი რამილ გულიევი, რომელიც   მამაკაცთა 200 მეტრ რბენაში ფინალში გავიდა. ხვალ შეუერთდება ფინალურ შეჯიბრს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები