თურქული პრესა 27.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

778604
თურქული პრესა 27.07.2017

                                     

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა იერუსალიმის მესჯიდი აქსაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ ამ მეჩეთის დიდების და ღირსების დაცვა ყველა მუსლიმანის ვალია. ამავე სტატიით, ერდოღანი მიესალმა და კმაყოფილება გამოთქვა ისრაელის პოლიციის მხრიდან მეჩეთის შესასვლელებში დადგმული მეტალის დეტექტორების აღებას. “არ შეიძლება პარასკევის ლოცვისათვის მეჩეთში მისულ მუსლიმანს აუკრძალო მასში შესვლა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა რომ გამყარდეს, ამისათვის ტელ ავივი უნდა მოერიდოს პროვოკაციულ ქმედებებს, რადგან, იერუსალიმი როგორც ებრაელებისა და ქრისტიანებისთვის წმინდაა, ასეთივეს წარმოადგენს მუსლიმანებისთვის“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი  

Habertürk-ი თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გუშინ გამოქვეყნებულ უცხოელ ინვესტორთა კაპიტალდაბანდებების მაჩვენებლებს აშუქებს და მისი მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვის პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით უცხოელებმა 65%-ით მეტი ინვესტიცია დააბანდეს ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ციფრების ენით 3,6 მილიარდი დოლარის ტოლია. ყველაზე მეტი, 552 მილიონი დოლარის კაპიტალი სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყნებმა დააბანდეს, როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს ციფრი 397 მილიონი დოლარი იყო, აღნიშნავს ჰაბერთურქი

“თურქული სამხედრო კომპანიები იზრდებიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკულმა სამხედრო ჟურნალმა Defense News-მ მსოფლიოს ყველაზე უდიდესი 100 სამხედრო ფირმის სია გამოაქვეყნა და თურქეთიდან პირველად მასში ერთდროულად სამი ფირმა, ASELSAN-ი 57-ე ადგილზე, TUSAŞ-ი 61-ე ადგილზე და ROKETSAN-ი 98-ე ადგილზე შევიდნენ, როცა გასულ წელს მხოლოდ ასელსანი და თუსაში იყვნენ შესულნი

Sabah-ის ეკონომიკურ გვერდზე გამოქვეყნებული მთავარი სტატიის სახელწოდებაა, “ინდოეთში ჩარტერული ფრენები იწყება“ და მასში წერია, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილს ამ ქვეყანას სტუმრობდა ერდოღანი და ინდოეთის ლიდერებთან შეხვედრების დროს ჩარტერული ფრენების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სწორედ მის ფარგლებში ბოდრუმიდან, დალამანიდან და ანტალიიდან კვირაში ერთხელ ფრენები განხორციელდება ახალ დელიში და მუმბაიში (ბომბეი). გარდა ამისა ინდოეთის სამოგზაურო სააგენტოების ფედერაცია-TAFI, წლევანდელ გასვლით სხდომასაც დალამანში ჩაატარებს

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ ბოსფორის სრუტის ქვეშ გამავალმა " Avrasya" სახელწოდების გვირაბმა, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს, აშშ-ს მწვანე ბინათა საბჭოს (USGBC) მხრიდან დაწესებული  Leadership in Energy and Environmental Design-ის (LEED) სახელწოდების ოქროს სერტიფიკატი მოიპოვა. მთელს მსოფლიოში პრესტიჟული ეს ჯილდო ეძლევა ისეთ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან ენერგეტიკისა და გარემო ბუნების დაცვის დიზაინით, გააჩნიათ ეკოლოგიური ბალანსი და თვისებები, მოკლედ, აკმაყოფილებენ როგორც ადგილობრივი საზოგადოების გრძნობებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსაც და ამასთან ერთად ითვლებიან ბუნების მეგობრად



მსგავსი ინფორმაციები