თურქული პრესა 18.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

772821
თურქული პრესა 18.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინდელ ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში ზოგიერთი მოკავშირე ქვეყანა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთვის დახმარების არ გაწევის საკითხზე იქნა გაფრთხილებული. განცხადებაში ნათქვამია: „ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიერ PYD-YPG-ს ტერორგანიზაციისათვის მიცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტერორგანიზაცია PKK-დან ამოღება კიდევ ერთხელ ამტკიცებს თურქეთის სიმართლდეს, როდესაც იძლევა გაფრთხილებას, რომ ისინი სხვადასხვა სახელის მქონე ერთი ორგანიზაციაა.“

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში ენერგო ომებში ხმელთაშუა ზღვის კვიპროსის აუზიც ჩაერთო. ბერძნული მხარის მმართველობის მიერ მსოფლიო ენერგო სახელმწიფოებისათვის ცალმხრივად მიცემულ ბურღვითი სამუშაოების უფლებაზე თურქეთმა პროტესტი გამოთქვა. თურქეთმა რეგიონში 2 კვლევითი გემი გააგზავნა, რითაც განაცხადა, რომ „თამაშში ისიც ჩაერთო“. რეზერვებმა, რომელსაც ევროკავშირის 28 ქვეყნის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წლების მანძილზე მარტო შეუძლია, რეგიონში საერთაშორისო ბალანსები შესაძლოა შეცვალოს. თუმცა ძლიერი ფლოტის და საჰაერო ძალების, მანძილისა და საერთაშორისო სამართლის გამო ყველა პირობა თურქეთს ემხრობა.  

გაზეთი „საბაჰი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროკავშირი თურქეთის მიმართ თვალთმაქცობს“, რომლის თანახმადაც, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპაში ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი სისუსტის დასაფარად თურქეთს აკრიტიკებს. მან ასევე დასძინა რომ ევროკავშირის თურქეთის საწინააღმდეგო არც ერთ ქმედებას არ იწონებს, თურქეთმა მიგრანტების საკითხზე დადებული ყველა პირობა შეასრულა, ევროკავშირმა კი არა. „ევროკაშირის მიერ თურქეთის შესახებ უარყოფით საუბარს ვერ ვიგებთ. გადატრიალების მცდელობა ტერორისტული ქმედებაა. ზოგიერთი ქვეყანა ამას ტერორისტულად არ აღიქვამს, რისთვისაც მეც მათ ვგმობ. ტერორი ტერორია. არ შეიძლება არსებობდეს შენი ტერორი და ჩემი ტერორი“ განცხადა სიიარტომ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, კატარის თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიემ საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საემიროების, ეგვიპტისა და ბაჰრეინის მიერ მისი ქვეყნისადმი გაგზავნილ მოთხოვნების სიაში შესულ „კატარში მდებარე თურქული ბაზის დახურვის მუხლზე“ განაცხადა: „დიდი ხნის მანძილზე ყველამ იცის სამ ბაზის შესახებ და მის დახურვას ვერ მოგვთხოვენ. ეს მხოლოდ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების საკითხია.“ ატიემ TRT World-ისათვის მიცემულ ინტერვიუში აქტუალურ თემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთვის გადაცემულ 13 მუხლიან მოთხოვნაში კატარში მდებარე თურქული ბაზის დახურვაც შედის.

და ბოლოს გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, გაზიანთეფში ქარხემიშის ანტიკურ ქალაქში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა 3 ათას 700 წლის წინანდელი სურა, რომელზეც ღიმილის „ემოჯი“-ა გამოსახული. ქარხემიშის ანტიკურ ქალაქში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა იტალიის ბოლივიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ნიკოლო მარჩეტიმ განაცხადა: „ქარხემიშში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს მიმდინარე წლამდე ძირითადად რკინის ხანის, გვიანდელი ხეთების პერიოდის ნაშთები აღმოვაჩინეთ, მაგრამ წელს ხეთების იმპერიის დროინდელ ფენებსაც მივაღწიეთ.“ მისივე თქმით, ნეკროპოლის სივრცეში საყურეები, თასები და ყველაზე საინტერსო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1700 წლის ღიმილის „ემოჯის“ ქმონე სურა აღმოაჩინეს, რაც სავარაუდოდ, უძველესი „ღიმილია“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები