თურქული პრესა 04.07.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

764142
თურქული პრესა 04.07.1017

მიმოხილვას გაზეთ „Star“-ით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთში, ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი პროექტების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის  ადგილობრივი წარმოების გემებია და სწორედ, რომ ამ პროექტის ფარგლებში გუშინ, მეოთხე „KINALIADA“ სახელწოდების კორვეტი პრეზიდენტ, ერდოღანის დასწრებით სტამბოლის თუზლას რაიონიდან ზღვაში იქნა ჩაშვებული.  პრეზიდენტმა იქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში მსგავსი ნაბიჯები, რომ არ გადაედგათ, დღეს, თურქეთის მიმართ დაწესებული ფარული სანქციების გამო, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ოპერაციებს ვერ წარმართავდნენ.

„ეგეოსის ზღვაში ბერძნული პროვოკაცია“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: საბერძნეთის სანაპიროს დაცვამ თურქული დროშით მოცურავე სატვირთო გემს, ეგეოსის ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს რა, 16 ტყვია მოხდა გემს.  M/V ACT სახელწოდების გემი თურქეთის სანაპიროს დაცვის კატარღების თანხლებით მარმარისის პორტში იქნა გადაყვანილი. ბერძნული მხარის განცხადებით გემის შესახებ ფარული შეტყობინება მიიღეს, ხოლო თურქეთის მხრიდან ამ ქმედებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ორ თურქულ პორტში ტვირთის გადამტან სავაჭრო გემზე ცეცხლის გახსნა ვერანაირი მიზეზით ვერ აიხსნება. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.“

გაზეთ „Hürriyet“-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში, ივნისის თვის ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ივნისის თვეში  ინფლაციის ზრდას ელოდნენ, პირიქით მოხდა და   0,27 %-ით, ხოლო  წლიური 10,09 %-ით დაეცა. ივნისში ფასების ყველაზე მეტად გაიაფება მოხდა პამიდორზე, კარტოფილზე, მწვანე ლობიოზე და  კვერცხზე.

გაზეთი „Habertürk“-ი იუწყება, რომ   სტამბოლიდან, აშშ-ს მიმართულებით განხორციელებულ ფრენებზე დაწესებული ნოუთბუქების შესახებ აკრძალვები, ხვალ მთავრდება. ამ ფაქტს, თურქეთის ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, ბილალ ექში სოციალურ ქსელ  Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის მიმართულებით განხორციელებულ ფრენებზე დაწესებული ელექტრონულ ნივთებზე შეზღუდვები, ხვალ  მთავრდება.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით მეტეოროლოგიის ინფორმაციით, დასავლეთ ხმელთაშუაზღვაში 30 ივნისიდან 2 ივლისამდე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჩრდილოეთ აფრიკიდან შემომავალი ცხელი ჰაერის მასების შედეგად ანტალიაში, მუღლაში, ბურდურში და ისპარტაში ბოლო 51 წლის ყველაზე  მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები