თურქული პრესა 13.06.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

751517
თურქული პრესა 13.06.1017

მიმოხილვას გაზეთ „HABER TÜRK“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: სტამბოლის საფონდო ბირჟა, რომლის  ინდექსიცაა 100 თურქეთის ეკონომიკის პირველ კვარტალში 5%-იანი ზრდის მაჩვენებელი საფონდო ბირჟაზეც დადებითად აისახა და 99 ათას 455 ქულით ახალი რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო ბაზრებზე გუშინ დოლარი თურქ ლირასთან მიმართებაში 3,53 გახლდათ, მაგრამ დღეს იგი 3,51  დავიდა.

გაზეთი „YENİ ŞAFAK“-ი წერს, რომ 5 ივნისს კატარსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი კრიზისის მოსაგვარებლად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. კრიზისის მოგვარების ფარგლებში ყველაზე ხშირი შეხვედრები თურქეთის, ირანის და კატარის ოფიციალურ პირებთან იმართება. ამის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი ანკარაში ჩამოვიდა და  პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა გამართა. შემდეგ, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ანკარაში, რომელმაც ასევე პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.

გაზეთ „HÜRRİYET“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთის მხარდაჭერას არ დავივიწყებთ“ და მასში ვკითხულობთ: კატარის პირველმა ლედიმ  შეიხა მოზა ბინტ ნასერიმ გაზეთ ჰურრიეთს ინტერვიუ მისცა და საუდის არაბეთის მეთაურობით ზოგიერთი არაბული ქვეყნების კატართან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღება რა, განაცხადა: „თურქეთ-კატარის ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო. კატარში ძალიან კარგი თურქული საზოგადოება ცხოვრობს. ჩვენ, თურქეთის მთავრობის და თურქი ხალხის ჩვენს მიმართ გამოჩენილ თანადგომას არასდროს დავივიწყებთ.“   

გაზეთი „STAR“-ი იუწყება, რომ  იაპონიაში 0%-იანი კრედიტის ამღები იაპონელი დიასახლისების ყურადღება   თურქულმა ობლიგაციებმა მიიპყრო. მიმდინარე წელს იაპონელმა დიასახლისებმა 517 მილიონი დოლარის თურქული ობლიგაციები შეისყიდეს.

გაზეთი „SABAH“-ი საფრანგეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის ისტორიის ყველაზე დაბალი აქტივობით გამორჩეულ არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რესპუბლიკური მოძრაობის პარტიამ გაიმარჯვა. მისმა პარტიამ 550 პარლამენტარიდან   მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მაშინ, როცა საფრანგეთში 47 მილიონზე მეტი ამომრჩეველია,  აქტივობა მხოლოდ  51,29%-ით დაფიქსირდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები