თურქული პრესა 08.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

748422
თურქული პრესა 08.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან დიპლომატიური კრიზისის მქონე კატარის მხარდაჭერის მიზნით ჰაშთაგით #KatarYalnızDeğildir  Twitter-ით  მხარდამჭერი მესიჯები ვრცელდება. კატარის მხარდამჭერი გზავნილებით ჰაშთაგი #KatarYalnızDeğildir Twitter-ის აქტუალურ საკითხებს (trend topic) შორის თურქეთის კლასიფიკაციაში პირველ მსოფლიო კლასიფიკაციაში კი მეექვსე ადგილზე ავიდა. Twitter-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა მხარდამჭერი მესიჯები თურქეთისა და კატარის დროშებით  გავრცელა, ზოგმა კი ინგლისურად გამოხატა მხარდაჭერა და განაცხადა რომ თურქეთი კატარის გვერდითაა (Turkey with Qatar).

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, აპრილში სტამბოლში ჩასულ ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა და 835 ათასს მიაღწია. გასულ წლის აპრილის თვეში სტამბოლს 715 ათასი ტურისტი ეწვია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში კი სტამბოლში 2 მილიონ 727 ათასი ტურისტი ჩავიდა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში სტამბოლში ჩასული უცხოელთა 9% გერმანელია, 7.2% ირანელი, 4,4% საუდის არაბეთიდან, 4,2% რუსი, 4.0% ერაყელი, 3.6% ინგლისელი, 3.5% უკრაინელი, 3.3 % ფრანგი, 2.7% ჰოლანდიელი, 2.6% ამერიკელი, 2.2 % ქუვეითელი, 2.2% აზერბაიჯანელი, 2.1% ალჟირელი, 2% ჩინელი, 2% თურქმენი, დანარჩენი ქვეყნები 45%.

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ინგლისელებს მოუწოდებენ დასასვენებლად თურქეთში წავიდნენ“, რომლის თანახმადაც, ინგლისური გაზეთის „Independent“ მოგზაური კორესპონდენტი ემმა ტომპსონი მკითხველს მოუწოდებს დასასვენებლად თურქეთში წავიდნენ. თავის სტატიაში ტომპსონს განსაკუთრებით წინა პლანზე აქვს წამოწეული ფეთჰიე და მის რეგიონში მდებარე ლიკიის ბილიკი, ისტორიული ქაიაქოი, პინარას ანტიკური ქალაქი და წყლის სპორტით დაკავების შესაძლებლობები. იგი აღნიშნავს, რომ ფეთჰიე ლამაზი ბუნებითა და ისტორიით კუთხით შესანიშნავი დაბაა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაბაში ბევრი ინგლისელი ცხოვრობს და დასასვენებლად ჩასული ინგლისელებიც კმაყოფილები ბრუნდებიან სამშობლოში. ამჟამად ფეთჰიეში 3 ათასზე მეტი ინგლისელი ცხოვრობს და ისინი უკვე მის ნაწილად იქცნენ.

აღრის დიანის დაბაში მდებარე გეოთერმული წყლის გამოყენებით, რომლის ტემპერატურაც 200 გრადუსს აღწევს, დაბაში შესაქმნელ გეოთერმულ სოფლის მეურნეობაზე დამყარებული სპეციალიზებული ორგანიზებული სამრეწველო რეგიონის მეშვეობით ინვესტიციისა და დასაქმების გაზრდით რეგიონის განვითარება იგეგმება - წერს გაზეთი „სტარი“. დიადინში თერმული წყლების რეზერვი უაღრესად მაღალია. გაბურღვებით დადასტურდა, რომ სიღრმეში ტემპერატურა უფრო მაღალია. დიადინის გეოთერმული წყლების მეშვეობით მოხდება როგორც სასათბურე მეურნეობის მოწყობა და ასევე ელექტრო ენერგიის წარმოება. ამავდროულად ამ წყალს მინერალების შემცველობაც ძალიან კარგი აქვს და აღებული აქვს ამის პატენტი. გეოთერმალის გამოყენებით აქ დაიწყო ბოსტნეულის წარმოება მიწის გარეშე, რომლის მიმარტაც რუსებმა უკვე გამოიჩინეს დაინტერესება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ესპანეთის მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბის რეალ მადრიდის ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ სტამბოლში ფათიჰში იფთარის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. წარმოშობით ალჟირელი ფეხბურთელი ფათიჰის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მუსტაფა დემირს შეხვდა. მოგვიანებით კი მათ ჰასექი სულთანის ქულლიეს წინ გამართულ იფთარის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები