თურქული პრესა 23.05.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

737417
თურქული პრესა 23.05.1017

მიმოხილვას გაზეთ „SABAH“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ, სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25-ე სამიტზე სიტყვით გამოსულმა   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  განაცხადა, რომ ჯანსაღი სავაჭრო და საინვესტიციო გარემოსათვის მშვიდობა და სტაბილურობაა საჭირო, ამიტომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრის მთავარი მისია შავ ზღვისპირეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად ერთობლივი მუშაობა უნდა იყოს. პრეზიდენტმა ასევე თურქეთ-საქართველოს და უკრაინას შორის არსებულ უპასპორტოდ გადაადგილებაზეც გაამახვილა ყურადღება და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მსგავსი პოლიტიკა ყველა ქვეყანაში გავრცელდეს, რათა მოსახლეობას ქვეყნებს შორის გადაადგილება გაუადვილდეთ.   

გაზეთი „HÜRRİYET“-ი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან აშშ-ში ვიზიტის დროს ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ გუშინ, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯონ ბასი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რა, საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია: „დიპლომატიური წესების, პრაქტიკის და არაპროფესიონალიზმის ფარგლებში მომხდარი ქმედების გამო ამერიკულ მხარეს სიტყვიერი და წერილობითი ნოტა გადაეცა.“ ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს წინ მომხდარი ჩხუბის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს  დაცვის ორი წევრი ამერიკის პოლიციამ დააკავა და მალევე   გაანთავისუფლა.

გაზეთ „HABER TÜRK“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „დედის ხრტილიდან მსოფლიოში პირველი ყური  თურქეთში დაამზადეს“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ყურების გარეშე დაბადებულ და დაახლოებით 1,5 წლის წინ დედის ხრტილიდან აღებული უჯრედებიდან დამზადებული ყურები 22 წლის უმით გულს გაუკეთეს რა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გაზიანთეფის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიული მეცნიერებათა დეპარტამენტის თავჯდომარემ მეჰმედ მუთაფმა ამ ოპერაციის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: „მსოფლიოში პირველად განხორციელდა ცოცხალი არსების ხრტილიდან აღებული უჯრედებით მსგავსი ოპერაცია და იგი წარმატებით დასრულდა.“

გაზეთი  „VATAN“-ი იტყობინება, რომ სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25-ე სამიტზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის  საბერძნეთის და სერბეთის წარმომადგენლებთან ფენერბახჩეს შესახებ გამართულმა დიალოგმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ერდოღანმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩისთან საუბრის დროს მას განუცხადა, რომ ფენერბახჩეს მამაკაცთა კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ორი  მოთამაშე სერბეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ ეს გამარჯვება ორივე ქვეყანას ეკუთვნოდათ. ერდოღანმა შემდეგ თავის ბერძენ კოლეგას მოუწოდა, რომ ნუ მოიწყენდა რადგან ფენერბახჩეს კლუბში ბერძენი მოთამაშეც ჰყავდათ. თურქეთის ავია კომპანიის ევროპის ლიგის ფინალში ფენერბახჩემ საბერძნეთის ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და მეტოქე 80-64 დაამარცხა რა, 2016-2017 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა.

გაზეთი „YENİ ŞAFAK“-ი წერს, რომ თურქეთის ქალაქ იზმირის ბორნოვას რაიონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად 5000 წლის წინანდელი ტროას ცივილიზაციის ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები