თურქული პრესა 21.04.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

717661
თურქული პრესა 21.04.1017

მიმიხილვას გაზეთ „Habertürk“-ით ვიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ერდოღან-ტრამპს შორის პირისპირ შეხვედრა 16-17 მაისს გაიმართება“ და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ A News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრას 16-17 მაისს გამართავს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის დროს  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცის ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები გულენის აშშ-ში ყოფნის საკითხზე და ასევე სირიის პრობლემაზე ისაუბრებენ. შეხვედრის დროს ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იქნება განხილული, აღნიშნავს ჰაბერთურქი.

გაზეთი „Vatan“-ი პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ ქალინის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილეობის დროს  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაციებად მხოლოდ დეაშის და ალ ქაიდას მიჩნევა შეცდომა იქნება. „დასავლეთის ქვეყნებში თუ რაიმე სახის თავდასხმები არ მოხდება, მაშინ, ისინი  არანაირ თავდასხმას ტერაქტად არ მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც პკკ თურქეთში თავდასხმას ახორციელებს, ან კიდევ მისი სირიული ფრთა  PYD,YPG კი სირიაში, დასავლეთი ამ ქმედებებს ყურადაც არ იღებს,“ განაცხადა ქალინმა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოქმედი სანტ ჯოზეფის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა ჟანა ჟაბბოურმა განაცხადა, რომ იგი ერდოღანს არაბული ქვეყნების ლიდერად მიიჩნევს. „მრავალ არაბულ ქვეყანაში ერდოღანი ახლო აღმოსავლეთის და სხვა ქვეყნების მხსნელად მოიხსენიება. არაბი მოსახლეობის აზრით,  ერდოღანი დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ გამომსვლელი და მუსლიმანების უფლებების დამცავი  ერთადერთი აღმოსავლელი ლიდერია,“ განაცხადა ჟაბბოურმა.

გაზეთ „Sabah“-ში  ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „სპარსეთის ყურის კაპიტალი შანლიურფაში ჩამოდის“ და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის საინვესტიციო მხარდაჭერის და ხელშეწყობის სააგენტოს და ქარაჯადაღის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 50-მდე ბიზნესმენი, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის დარგში ინვესტიციების განსახორციელებლად ქალაქ შანლიურფაში ჩამოვიდნენ. ისინი ამ რეგიონში ინვესტიციების განსახორციელებლად სახვადასხვა შეხვედრებს გამართავენ, იტყობინება საბაჰი.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით სტამბულის ტურისტულ მოგზაურობათა სააგენტოების  და ბიზნესმენთა ასოციაციის (TUSAD)  ხელმძღვანელის, ჰასან ბაირამის თქმით, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედმეგ, ტურიზმის სფეროში ინვესტიციების ჩადების მსურველთა რიცხვმა ზრდა დაიწყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში ინვესტიციის ჩამდებლები  პირველ რიგში ყურადღებას მშვიდობიან გარემოს აქცევენ. რეფერენდუმში დადებითმა შედეგებმა კი მათ ამის იმედი მისცა რა,  ეს შედეგები ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს, ვკითხულობთ სტარში.    

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები