თურქული პრესა 14.04.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

712599
თურქული პრესა 14.04.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ ერდოღანმა ევროპაში თურქეთის საწინააღმდეგო კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მოქალაქეების მიერ 16 აპრილს გასაცემი პასუხი არა მხოლოდ ეროვნული არამედ საერთაშორისოც იქნება. პრეზიდენტმა ასევე დასძინა: „მაღალი ტონალობის „დიახ“-ის შედეგის მიღების შემდეგ ევროკავშირთან ერთად მივუსხდებით მაგიდას... 54 წელი ველოდეთ, ამის შემდეგ დრო აღარ გვაქვს. ვეტყვით, რომ გადაწყვეტილება მიიღონ.“  

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქი ამერიკელმა კოლეგამ ჯიმ მატისმა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიით მიიღო. იშიქმა შეხვედრის დასაწყისში განცხადა, რომ აშშ-ს მიერ ასადის რეჟიმის ხელთ არსებული შაირათის საჰაერო ბაზის დაბომბვით კმაყოფილები არიან. მატისმა კი ყურადღება გაამახვილა ერთობლივ თანამშრომლობაზე და დასძინა: „კოალიციის (ადანა) ინჯირლიქის ბაზიდან განხორციელებული ინტეგრირებული საჰაერო ოპერაციები და მამაცი თურქული ძალების ოპერაცია „ევფრატის ფარი“ და საზღვრის დეაში-სთვის დაკეტვა, ორი ქვეყნის ამ ოპერაციაში მაღალ პრიორიტეტებს წარმოაჩენს.“

გაზეთი „ჰაბერთურქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „მადლობა და უკან დაბრუნება“, რომლის თანახმადაც, ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ ტერორისგან გაწმენდილი სირიის აზეზის, ჯერაბლუსის და ალ ბაბის დაბებში თურქეთიდან დაბრუნება დაიწყეს. 5 თვეში გაზიანთეფიდან 30 ათასი სირიელი საკუთარ სახლს დაუბრუნდა. ქარქამიშის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სახლებში დასაბრუნებლად რიგში მდგომი სირიელები გაწეული მასპინძლობისთვის თურქეთს მადლობას უხდინ, აცხადებენ, რომ მათ თურქეთში ყველანაირად დაეხმარნენ, ევროპაში გადასვლა არც უფიქრიათ და იცოდნენ, რომ სახლში ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდნენ.  

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თურქეთის მმართველმა დირექტორმა ჟან პატრიკ მარკემ განაცხადა, რომ დაინახა რამდენად გამძლეა თურქეთი დარტყმების წინააღმდეგ და დაამატა: „მიუხედავად მომხდარისა, ინვესტიციები, დასაქმება და განვითარება გრძელდება. ყველაფერი ამის გამო თურქეთი სხვა ქვეყნებს შორის ყურადღებას იქცევს.“ გასულ წელში სირთულეების მიუხედავად თურქეთის ეკონომიკა 2,9%-ით გაიზარდა. „ჩემის აზრით, ეს კარგი შედეგია. გარდა ამისა, სირთულეების მიუხედავად მრავალმა კომპანიამ თურქეთში ინვესტიციები გააგრძელა. ეს ვითარება გვიჩვენებს რამდენად პოზიტიურები უნდა ვიყოთ. ამის გამო ჩვენ თურქეთში ინვესტიციებს ვაგრძელებთ.“ -განაცხადა ჟან პატრიკ მარკემ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ესქიშეჰირის ანატოლიის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის მეხუთე კურსის სტუდენტმა და „პიანინოს გენიოსად“ აღიარებულმა 10 წლის მერტ ჰაქან შექერმა გერმანიის ბადენ ვიურტემბერგის მხარის ქალაქ მიულაკერში გამართულ ბადენ-ვიურტემბერგის მუსიკის საერთაშორისი კონკურსზე პირველობა მოიპოვა. მერტ ჰაქან შექერმა ბეთჰოვენის მეოცე სიმფონია შეასრულა. მან თავის წლოვანების კატეგორიაში 10 კონკურსანტს აჯობა და პირველობა მოიპოვა. მერტ ჰაქან შექერმა ჟიურისგან უმაღლესი ქულები მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები