თურქული პრესა 13.04.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

711846
თურქული პრესა 13.04.2017

                                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომელიც ინგლისურ გაზეთ  The Times-ის კორესპონდენტის როჯერ ბოესის სტატიას თარგმანს აშუქებს და მასში ვკითხულობთ: 16 აპრილის რეფერენდუმამდე 4 დღეღა დარჩა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დასავლეთის ლიდერებმა ანკარის მიმართ აქამდე არსებული მკაცრი ტონი რბილი ტონით შესცვალეს, რადგან, საბოლოოდ დარწმუნდნენ, ერდოღანის გარეშე ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. ბოესი ამავე სტატიაში დასავლელ ლიდერებს ურჩევს, რომ თუ ერდოღანთან ურთიერთობების ნორმალიზება სურთ, მაშინ, მათ უნდა მოეშვან მხარდაჭერას ქურთული ტერ ორგანიზაცია   PKK-სადმი და მისი სირიული ფრთა PYD-სადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარის გულს ვერ მოიგებენ

 

Sabah-ი წერს რომ, როგორც იქნა ამერიკაც მივიდა თურქეთის მიერ წამოყენებულ იმ დასკვნამდის, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭიროა ქვეყნის ჩრდილოეთში ფრენისათვის აკრძალული ზონის გამოცხადება და ამ წინადადებას მწვანე შუქი აუნთო ვაშინგტონმაც. ესადის ხელისუფლების მხრიდან 4 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, რასაც 100-მდე სამოქალაქო შეეწირა, ამერიკამ ჯერ ერთი სარაკეტო დარტყმა მიაყენა შაირათის აეროპორტს, ხოლო მეორეს მხრივ მხარდაჭერა გამოთქვა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნისადმიც. პენტაგონის შეფმა ჯეიმს მატტისმა კი განაცხადა, რომ უკვე სწავლობენ ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნის საკითხსაც

 

 

 

Star-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “ავტომობილების წარმოებაში ბოლო 10 წლის რეკორდი დამყარდა“ და მასში ვკითხულობთ: საავტომობილო მრეწველობამ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის წარმოების სტატისტიკა გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 44%-ით გაიზარდა ავტომობილების წარმოება და მთლიანობაში 300 ათასს ცალს მიაღწია, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია. ამით დოლარის ბაზაზე საექსპორტო მოცულობა 25%-ით, ევროს ბაზაზე კი 30%-ით გაიზარდა

 

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს. რომ რუსი ტურისტების და მოგზაურების პირველი არჩევანი თურქეთია, რასაც ადასტურებს რუსეთის ტურ ოპერატორების გაერთიანების, ATOR-ის მხრიდან გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც წელს სავარაუდოდ 5 მილიონამდე რუსი მოქალაქე ეწვევა თურქეთს

 

Habertürk-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ დღეს სტამბოლის ბეშიქთაშს უეფას თასის მეოთხედფინალში პირველი მატჩი აქვს და იგი საფრანგეთის ქალაქ ლიონის ოლიმპიაკს გასვლით მატჩში შეხვდება. აქვე ბეშიქთაშის ტექნიკური მწვრთნელის, შენოლ გუნეშის განცხადებაცაა გამოქვეყნებული, რომელშიც იგი იმედს გამოთქვამს, რომ ლიონიდან კმაყოფილები დაბრუნდებიან



მსგავსი ინფორმაციები