თურქული პრესა 07.04.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

707949
თურქული პრესა 07.04.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, მისი ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და დამოუკიდებლობის კი არა, ზეწოლის ძალმომრეობის და ნაციზმის ცენტრი უწოდა. ბალიქესირში, ხალხის წინაშე მოხსენებით გამოსული ერდოღანის ცნობით,  მათ წინაშეა ყველა ასპექტში ლპობადი კონტინენტი. რაც უფრო ახლოვდება 16 აპრილის, მთავრობის სისტემის მომცველი საკონსტიტუციო ცვლილება და რეფერენდუმი, როგორც ევროპას, ისე ტერ-ორგანიზაციებს და თურქეთის მტრებს, გონება ერევათ.

„ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, როცა ვერ მოახერხეს ჩვენი ისტორიის ამ დიდი რეფერენდუმისთვის შეფერხების შექმნა, დაიბნენ“.

გაზეთი „სტარ“ ყურადღებას ამახვილებს თურქეთის შეიარაღებული ძალების, ერაყის ჩრდილოეთით, პკკას ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმართულ სამხედრო ოპერაციაზე, სადაც განადგურდა ტერორისტების 5 პოზიცია.

გაზეთი წერს, რომ საღამოს საათებში დაზვერვის სამსახურის გამოვლენილი პოზიციების მყისიერი შეფასების შედეგად, თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა კანდილზე განახორციელეს ოპერაცია. განადგურდა სამი თავშესაფარი და ორი სათავსო.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-იწერს , რომ  აშშ-მა სირიის რეჟიმის შაირათის საავიაციო ბაზაზე გატყორცნა 59 საკრუიზო რაკეტა, რომელთა მიზანში იყო ბაზაზე მდებარე რადარები, ბომბდამშენი თვითმფრინავები, მისი საბრძოლო მასალა, თვითმფრინავების საწვავის ჩამომსხმელი სადგურები, ლოგისტიკური პოზიციები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხმელთაშუა ზღვაზე განლაგებული სამხედრო გემებიდან. გამოითქმება ვარაუდი, რომ დარტყმული ბაზა, არის ის ბაზა საიდანაც მოხდა სამოქალაქოებზე ქიმიური თავდასხმა.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ანკარა ევროპისგან გულწრფელობას ელის. თურქი უფლებამოსილების ცნობით, უკანასკნელ რამდენიმე წელში, ევროპულ სახელმწიფოებში ტერ-აქტის მომწყობი რამდენიმე დეაშის წევრი ტერორისტი, ტერ-აქტამდე უფრო ადრე, სანამ სირიაში მოინდომებდნენ გადასვლას, დააკავეს და გადააგზავნეს თავიანთ სახელმწიფოებში. მაგრამ ეს ტერორისტები განთავისუფლებულ იქნენ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან.

მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, 2015 წელში პარიზის ტერ-აქტის დამგეგმავი, პარიზის ნოტრდამ დე პარის კათედრალიზე თავდასხმის მომწყობი დეაშის წევრი ტერორისტები.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს,რომ თურქეთის ავიო ხაზების გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ სოციალური მასმედიის Twitter-ს საშუალებით გაავრცელა მგზავრთა რეკორდული რაოდენობა, რომლებმაც დღეისთვის დაჯავშნეს ადგილები.

აღნიშნა, რომ პარასკევს 200 ათას 61-მა მგზავრმა აირჩია თურქეთის ავიო ხაზებით მგზავრობა. მან კი, მგზავრებს კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა უსურვა. ისიც აღნიშნა, რომ 31 მარტისთვის, წინასწარ დაჯავშნეს ადგილები და თურქეთის ავიო ხაზებით იმგზავრებს 187 ათას 470 მგზავრი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #გაზეთები , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები