თურქული პრესა 23.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

697524
თურქული პრესა 23.03.2017

                                     

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა გუშინდელ გამოსვლაშიც მკაცრად გააკრიტიკა ევროპელები და თქვა, რომ როცა თავიანთ ინტერესებზეა საუბარი, ავიწყდებათ ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ღირებულებებიც და თავისუფლებებიც, მაგრამ, როცა თურქეთზეა საუბარი, მაშინ, ნიღბებს იკეთებენ და ანგელოზებად გვევლინებიან. მისივე თქმით ამიერიდან ნიღბებიან ევროპელებს, რომლებიც თურქეთში ჟურნალისტის, ფირმის წარმომადგენლის ან მისიონერის სახით მუშაობენ და სინამდვილეში ჯაშუშობას ეწევიან,  თურქეთი მათ როგორც ბანდიტებს ისე მოექცევათ. “მე რამდენიც გინდათ იმდენი გამაკრიტიკეთ, მოგისმენთ და საჭირო დასკვნასაც გამოვიტან, მაგრამ, თუ დამცირებაზე გადახვალთ, აი მაშინ კი საკადრის პასუხს მიიღებთ“, ასე მიმართა ერდოღანმა ევროპელებს, წერს ჰაბერთურქი

Vatan-ი წერს, რომ ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას, რომელსაც სამეთაურო შტაბი გააჩნია ჩრდილოეთ ერაყის კანდილის მაღალმთიანეთში, ახლა სურს ასეთივე სამეთაურო ცენტრი გახსნას ჩრდილოეთ ერაყის სინჯარის დასახლებაშიც, მაგრამ, თურქი სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნების განცხადებით, მალე ამ ორივე ცენტრს სეპარატისტებს თავზე დაამხობენ და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ლიდერებთან, რათა თურქულ მხარეზე დიდი სამხედრო ბაზა გააშენონ და აქედან ერთობლივად განახორციელონ ოპერაციები სეპარატისტებზე

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ აშშ-ს და ინგლისის მხრიდან თურქეთის საჰაერო ფლოტის თვითმფრინავებში ლეფტოპებზე და მობილურზე დიდ სხვა ტექნოლოგიურ აპარატების ამ ფირმის თვითმფრინავებში შეტანაზე დაწესებული აკრძალვები არა კომერციულ, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას შეიცავს, რადგან, დასავლეთი ვერ იტანს ყველაზე დიდი კონკურენტის, თსფ-ის წარმატებებს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მგზავრების 78%-ს ემსახურება, მაგრამ, როცა ექსპლოატაციაში გადაეცემა სტამბოლის რიგით მესამე აეროპორტი, რომლის მშენებლობა სწრაფი ტემპით გრძელდება და რომელიც მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტი გახდება, მაშინ, თსფ უკან ჩამოიტოვებს აშშ-ს და ევროპის უდიდეს აეროფლოტებს და სწორედ ამიტომ უწესებენ თურქულ ფლოტს ხელოვნურ და უსაფუძვლო სანქციებს

Sabah-ის მიხედვით კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში სპორტული კლუბი გალათასარაი აგრძელებს სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებს. ერთ ერთ ასეთ პროექტს ხსენებული კლუბი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის, ფატიჰ თერიმის ხელმძღვანელობით 17 მაისს განახორციელებს. ამ დღეს 17 წელი უსრულდება გალათასარაის საფეხბურთო კლუბის მიერ უეფას თასის მოპოვებიდან და ამიერიდან ეს დღე ზეიმით აღინიშნება რა ამავე კლუბის სტადიონ “არენა“-ზე, წლევანდელ ღონისძიებაზე, ნოსტალგიურ საფეხბურთო მატჩზე, ის ვეტერანებიც არიან მოწვეულნი, რომლებიც 2000 წლის საფინალო მატჩში გალათასარაის და არსენალის კლუბებში თამაშობდნენ და მათ შორის გალათასარაიდან იქნებიან ჰაჯი, ტაფარელლი, პოპესკუ, ხოლო არსენალიდან ჰენრი, სუკერი და პეტიტი. ამ მატჩიდან მიღებული თანხა კი გაეროს განვითარების ფონდს გადაერიცხება, წერს საბაჰი   



მსგავსი ინფორმაციები