თურქული პრესა 09.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

668746
თურქული პრესა 09.02.2017

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთ-აშშ-ს შორის დაწყებული დიალოგის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ყველანაირი ურთიერთობების ახლიდან გაფართოებას და ახლო ურთიერთთანამშრომლობას რეგიონალურ საკითხებშიც, ამ საღამოს სატელეფონო შეხვედრა გაიმართება თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმსა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსეს შორის რა, განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსაც და რეგიონალურ პრობლემებსაც. როგორც ცნობილია გუშინ წინ ღამეს პირველი სატელეფონო საუბარი შესდგა ტრამპსა და ერდოღანს შორის, ხოლო დღეს კი ანკარას ეწვევა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსი მაიკ პომპეი და ეს იქნება რა მისი პირველი უცხოური ვოიაჟი ამ პოსტზე, მარტო ამ ვიზიტითაც საკმარისი ხდება თურქეთის უდიდესი მნიშვნელობა ამერიკისათვის, წერს სტარი  

Sabah-ი ინტერვიუს აქვეყნებს ევროპარლამენტის ჩეხ დეპუტატ თომას ზდეჩოვსკისთან, რომლის თქმითაც ბრიუსელის ახლო ურთიერთობები და ახლო თანამშრომლობა ანკარასთან უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს თურქეთსაც და ევროკავშირსაც, მით უმეტეს, რომ თურქეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატია და მის ფარგლებში ისინი მოკავშირეს და პარტნიორს წარმოადგენენ. “თუ ამ ორ მხარეს შორის დიალოგი შეწყდება, მაშინ, მათ შორის დადებული არალეგალური მიგრაციის შეთანხმება უმოქმედო გახდება და ევროკავშირი ახალი მიგრაციის პირისპირ აღმოჩნდება. ამას რომ გაექცეს ბრიუსელი, ამისათვის საჭიროა ახლიდან დაიწყოს ურთიერთობების გათბობა თურქეთთან“, აღნიშნა ჩეხმა ევრო პარლამენტარმა. ამავე პოზიციას იზიარებენ და თურქეთთან ურთიერთობების ახლიდან აღდგენას მოითხოვენ გავრცელებულ განცხადებებში სლოვენი ევრო პარლამენტარი ფრანკ ბოგოვიჩი და თურქი წარმოშობის ბულგარელი ევრო პარლამენტარი ილჰან ქუჩუკიც, აღნიშნავს საბაჰი

“თურქი ჯარები სირიის ქალაქ ელ ბაბში შევიდნენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გასული წლის 24 აგვისტოდან სირიაში დეაშ-ის წინააღმდეგ დაწყებული “ევფრატის ფარის“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში თურქეთის ჯარები და სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის ქვედანაყოფები ქალაქ ელ-ბაბში შევიდნენ და სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი მაღლობები აიღეს. ამ 64 ათას მცხოვრებიან ქალაქში ჯერ კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირთადად ქალები და ბავშვები არიან დარჩენილნი, რომლებსაც დეაშელები ცოცხალ ფარად იყენებენ და ამიტომ გაიწელა ამ ქალაქის აღება, ასკვნის ვათანი

Yeni Şafak-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ეხება რა სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს,  ამბობს, რომ ელ ბაბის ტერორისტებისგან განთავისუფლების შემდეგ ჯერი ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად წოდებულ ქალაქ რაკკაზე მიდგება. მისივე თქმით ელ ბაბის და რაკკის ოპერაციებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს ქურთულმა ტერ ორგანიზაცია PYD-მ და საერთოდ მას არც უნდა ენდონ, რადგან, ეს ორგანიზაცია სირიის გახლეჩას და მისგან ქურთების გამოყოფას გეგმავს. “ტრამპის მთავრობამ არ უნდა გაიმეოროს ობამას მხრიდან დაშვებული შეცდომები და მხარდაჭერა არ უნდა აღმოუჩინოს ქურთ სეპარატისტებს“, ხაზგასმით აღნიშნავს ჩავუშოღლუ და ამატებს, რომ ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ აშშ-ს დაზვერვის შეფ მაიკ პენსთან, რომელიც დღეს ეწვევა ანკარას

Habertürk-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის საქართველო-თურქეთზე გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით დაგეგმილი TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისათვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის მიზნით მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას მოეწერა ხელი. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის განცხადებით, ტანაპის პროექტი ექსპლოატაციაში მომავალ წელს გადაეცემა. მისივე თქმით ამ შაბათს ერდოღანთან ერთად კონიის მახლობელ თუზგოლის ქვეშ ბუნებრივი გაზის უდიდეს საცავს გახსნიან


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები