თურქული პრესა 16.01.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

652169
თურქული პრესა 16.01.1017

მიმოხილვას გაზეთ „HABER TÜRK“-ით ვიწყებთ, რომელშიც ერდოღანის აფრიკის ქვეყნების ვიზიტებზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 22-25 იანვარს აფრიკის ქვეყნებიდან ტანზანიაში, მოზამბიკში და მადაგასკარში ჩავა. ვიზიტის მთავარი თემა ამ ქვეყნებთან ეკონომიური თანამშრომლობა და თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო(TİKA)-ს მიერ განხორციელებული პროექტების ადგილზე მონახულება იქნება.

გაზეთ „HÜRRİYET“-ის ინფორმაციით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 70 ქვეყნის მონაწილეობით განხორციელებულ კონფერენციაზე პალესტინა-ისრაელის საკითხის განხილვის დროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჟან მარკ აირაულტმა  სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის საკითხთან დაკავშრებით გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება სერიოზული პროვოკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონს დროული სიმშვიდე სჭირდება და ამისათვის პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებაა საჭირო. ჩავუშოღლუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის სიმშვიდისათვის პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძალზედ მნიშვნელოვანია.  

გაზეთი YENİ ŞAFAK“-ი ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საბაჟო კავშირის განახლებით, სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციაც მოხდება, რომელიც ევროსტანდარტების მიხედვით იქნება განხორციელებული. მისივე თქმით სოფლის მეურნეობის საბაჟო კავშირში ჩართვით ხორბალზე და მსგავს პროდუქციებზე ფასების დაკლებაც მოხდება.  

გაზეთი „VATAN“-ი იუწყება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საჰაერო მხარდაჭერისათვის თურქეთის ავიაციის და კოსმოსური მრეწველობის ფირმის მხრიდან შემუშავებული ეროვნული საგანმანათლებლო თვითმფრინავ „ჰურქუშ“-C-ზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაც დაამონტაჟეს.  „ჰურქუშ“-C-ს ასევე შეუძლია როგორც სადაზვერვო ინფორმაციების, ასევე ვიდეომასალის გადაღება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება. მას ასევე 1500 კგ. ტვირთის გადატანაც შეუძლია, აღნიშნავს ვათანი.  

გაზეთი „SABAH“  წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, იტალიის ქალაქ უდინეში გამართულ 22 წლამდე უნარშეზღუდულთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებული თურქული  გუნდის წევრებს წარმატება სათითაოდ მიულოცათ. თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში ინგლისი 53-38 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. პრეზიდენტმა ნაკრების წევრები ასევე პრეზიდენტის სასახლეშიც მიიწვია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები