თურქული პრესა 31.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

600271
თურქული პრესა 31.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გლობალური კონკურენციის ზრდის გამო ენერგეტიკულმა კომპანიებმა გეზი აფრიკისაკენ აიღეს. ასე იქცევიან თურქი ინვესტორებიც და ამ თემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაცია 2-3 ნოემბერს სტამბოლში თურქეთ-აფრიკის ეკონომიკურ ბიზნეს ფორუმს გამართავს, რომელზედაც სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ერდოღანი და ისაუბრებს აფრიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, კონტინენტის რეზერვების ეფექტურად გამოყენებაზე და აფრიკაში ბიზნესის განვითარებაზე. ფორუმს აფრიკის მრავალი ქვეყნის მინისტრები, ბიზნესმენები, ფირმის წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები დაესწრებიან წერს იენი შაფაკი  

სტარი ესტონური კომპანიის, Eesti Enerji-ს ხელმძღვანელის, ჰანდო სუტტერის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მათი ფირმა მსოფლიოში ერთ ერთ უდიდეს ფიქალური ნავთობის მწარმოებელს წარმოადგენს. “თურქეთში დღეს დღეობით 1.64 მილიარდი ტონა ფიქალის ნავთობის რეზერვები არსებობს და საჭიროა რა ამ რეზერვების ათვისება, ჩვენი კომპანია მზად არის თურქულ ფირმებთან და ინვესტორებთან ერთობლივად აწარმოოს და გაყიდოს ეს მეტად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროდუქტი“, ხაზს უსვამს ესტონელი ბიზნესმენი. თურქეთში ფიქალის ნავთობი ყველაზე მეტად ბოლუს, ჩორუმის და ამასიის ოლქებში მოიპოვება

“აზანის ხმა 104 წლის შემდეგ ახლიდან გაჟღერდება“, ასეთი  სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ფონდთა გენერალურმა დირექციამ მაკედონის ქალაქ მანასტირში  1562 წელს ოსმანი იმპერატორის, კანონიერი სულეიმანის მხრიდან იმ პერიოდის ყადის, ჰაიდარ ეფენდის სახელზე გაშენებული მეჩეთი გაარემონტა და რამდენიმე დღეში, კონკრეტულად კი 4 ნოემბერს ექსპლოატაციაში გადაეცემა რა, 104 წლიანი პაუზის შემდეგ ახლიდან გაისმება ამ მეჩეთის მინარეთიდან მუეძინის ხმა  

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთი ავსტრიასთან წარმოქმნილი დიპლომატიური უთანხმოების გამო აპირებს ავსტრიელ არქეოლოგებთან მოქმედი შეთანხმების გაუქმებას და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელიან. ამასთან დაკავშირებით  როგორც განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯიმ, თურქ არქეოლოგებს ყველანაირი გამოცდილება, ეკონომიკური შესაძლებლობა და ენთუზიაზმი გააჩნიათ, რათა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში თვით განახორციელონ არქეოლოგიური გათხრები

საბაჰის ცნობით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA, დედამიწის ოთხივ კუთხეში აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობებს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც და მრავალ ქვეყანაში არემონტებს ან აშენებს ახალ საავადმყოფოებს თუ კლინიკებს, რომლებსაც ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვავს, ხოლო ამის პარალელურად კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს უტარებს ექიმებს და ქირურგებს. “მარტო მიმდინარე წელს TİKA-მ 50-ზე მეტ ქვეყნაში 200-მდე სამედიცინო პროექტი განახორციელა და მათ შორის ღაზაში თურქეთთან მეგობრობის საავადმყოფო, ნიგერიაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ცენტრი, უზბეკეთში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, სომალიში და სუდანში სასწავლო და კვლევითი საავადმყოფო ები და ა.შ. ხაზს უსვამს საბაჰი  



მსგავსი ინფორმაციები