თურქული პრესა 05.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

583251
თურქული პრესა 05.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა ერთ ერთ სატელევიზიო პროგრამაში გამოსვლისას თქვა, რომ სირიის ქალაქ ალეპოს გარშემო ძალიან რთული ვითარება შეიქმნა და მორატორიუმის ახლიდან გამოცხადების მიზნით ერდოღანი აპირებს ტელეფონით დაუკავშირდეს ჯერ ბარაკ ობამას, ხოლო შემდეგ პუტინს, რომელიც 10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ანკარაში. “სირიაში მებრძოლი მხარეები სარგებლობენ რა მძიმე სიტუაციით, უკვე რაც შეიძლება უფრო მეტი ტერიტორიების მიტაცების მიზნით იბრძვიან და დროა შეჩერდეს ეს უაზრო სისხლისღვრა“, განაცხადა ქალინმა, წერს ჰაბერთურქი  

საბაჰის ცნობით ქალაქ ერზრუმში მოქმედი ათათურქის სახელობის უნივერსიტეტი და სტამბოლის იშიქის სახელობის უნივერსიტეტი ერთობლივად აპირებენ ისეთი გიგანტური სამამულე წარმოების ტელესკოპის მშენებლობას, რომლის ხილვადობაც HUBBLE-ს კოსმოსურ ტელესკოპზე 7 ჯერ უფრო მეტი იქნება. 4 მეტრის რადიუსიანი ეს თურქული ტელესკოპი ევროპაში ყველაზე ხილვადიანი ასტრონომიული დანადგარი იქნება და მისით ინფრაწითელ რეგიონებში დაკვირვებებიც გახდება შესაძლებელი, ასკვნის საბაჰი  

“ავტომობილების გაყიდვა გაიზარდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს სტარი და მასში ვკითხულობთ: 15 ივლისის სამხედრო ამბოხის მცდელობის ზეგავლენით ივლის-აგვისტოში მსუბუქი ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა, მაგრამ, რეალიზებულ ავტომობილთა რაოდენობა საკმარისად მოიმატა სექტემბერში და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ამ მომატებამ 9% შეადგინა. მოკლედ სექტემბერში თურქეთში 67593 ავტომობილი გაიყიდა, როცა გასული წლის სექტემბერში  ეს რიცხვი 51 ათასი იყო, წერს სტარი

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ქალაქ დატჩას მახლობლად გრძელდება 2600 წლოვანი ანტიკური ქალაქის, კნიდოსის არქეოლოგიური გათხრები. ამ დღეებში ამ არქეოლოგებმა დღის შუქზე გამოიტანეს ანტიკური ქალაქის მთავარ პროსპექტზე საზეიმო ცერემონიებისათვის განკუთვნილი საპატიო ტრიბუნა. როგორც განაცხადა ამ არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსმა ბათიქან ბორამ, მათვე ამ ანტიკურ ქალაქში 5 ათას კაცზე გათვალისწინებული პატარა თეატრის კედლებიც აღმოაჩინეს, რომლის სიგრძე 100 მეტრი, სიმაღლე კი 7-8 მეტრია და ამ კედელს საუკუნეების მიუხედავად პირვანდელი სახე  არ დაუკარგიათ  

ვათანი იუველირების მოყვარულების საყურადღებოდ წერს, რომ 13-16 ოქტომბერს შორის სტამბოლის CNR Expo ცენტრში მსოფლიოს სიდიდით მე-5 საიუველირო გამოფენა  Jewelry Show გაიმართება, რომლის სპონსორიც თურქული ეკონომიკური ბანკია. ამ გამოფენაში მთლიანობაში 800-მდე ადგილობრივი და უცხოური ფირმები გამოფენენ თავიანთ საიუველირო ნაწარმებს. თურქეთი დღეს   ოქროსა და იუველირების მწარმოებელ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-5 ადგილზე დგას, აღნიშნავს ვათანი  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები