თურქული პრესა 29.09.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

579635
თურქული პრესა 29.09.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, უკვე დაიწყო საპრეზიდენტო სასახლის 5 მილიონ ტომიანი ბიბლიოთეკის მშენებლობა.

იგი იქნება სიდიდით მსოფლიოში მეორე, თურქეთში კი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა. ასევე იგი გახდება საპრეზიდენტო სასახლის ხალხისთვის ღია რიგით მესამე შენობა.

 ბიბლიოთეკა, რომელიც გაშენდება საპრეზიდენტოს და ბეშთეფეს ეროვნული კულტურის და კონგრესის ცენტრის ოსმანურ-სელჯუკური სტილის კონცეფციის შესაბამისად, მომსახურებაში გადავა 2017 წლის დასასრულს.

ხსენებული ბიბლიოთეკისთვის გრძელდება სახელმწიფოდან და საზღვარგარეთიდან ახალი ნამუშევრების შესყიდვა.

 გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ყარსის გუბერნატორის რაჰმი დოღანის ცნობით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და წლის დასასრულს დაიწყება მისი ტესტირება.

სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მუშაობა, რომლის შედეგადაც ისტორიული აბრეშუმის გზა დაიბრუნებს ადრინდელ ენერგიას და ფუნქციას.

მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად ითვლება ის, რომ ამ გზით მოხდება ჩინეთიდან ევროპაში ყველანაირი საქონლის ტრანსპორტირება.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ სტამბოლი ემზადება გლობალურ ფინანსურ ცენტრად გადაქცევისთვის.

გასულ ივნისის თვეში, მილიარდი დოლარის ისლამური სამართლის პრინციპების ფასიანი ქაღალდების ექსპორტირებით, თურქეთმა წარმოადგინა უპროცენტო პრინციპების მიხედვით მომუშავე, ყველანაირი საბანკო ოპერაციების წარმართვის, მოგების და ზარალის საფუძველზე სახსრების შეგროვებით ვაჭრობის, პარტნიორობის და ფინასური იჯარის მეთოდით თანხის ბრუნვაში გაშვების უნარიანი საბანკო მოდელი. გუშინ, სტამბოლში უმასპინძლა ამავე მეთოდით მომუშავე  ქვეყნების წარმომადგენლები. სტამბოლში, საფონდო ბირჟის ფორუმზე, განიხილა ფინასური იჯარის მეთოდით თანხის ბრუნვაში გაშვების უნარიანი საბანკო მოდელის როლი 2023 წლის  განვითარებაში.  ყურადღება გამახვილდა ამ საბანკო სისტემაში სწრაფი ტემპით მზარდი თურქეთის ცოცხალ ბაზრად გარდაქმნაზე.

ფორუმით დიდი დაინტერესება გამოიჩინეს მეწარმეებმა.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, თურქეთის, გადახდის ჩამწერი აპარატებით უზრუნველმყოფი ინგენიკოს  ჯგუფის  აზია-წყნარი ოკეანის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პრეზიდენტის პატრიკ ლე მარის განცხადებით, იგი ახლოს აკვირდება თურქეთში მიმდინარე მოვლენებს.  რეგიონში და მსოფლიოში იგი არის მზარდი ტენდენციის მქონე ქვეყანა. ფინანსური მეხსიერების მქონე მოწყობილობებში დიდი წინსვლა შეიმჩნევა. თურქეთში, 100 ათასი გადახდის ჩამწერი აპარატით უზრუნველყვეს 80 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

იაპონიაში აღმოჩენილ იქნა ოსმანური მონეტა. ამის შესახებ წერს გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი და აღნიშნავს, რომ გათხრები ჩატარდა იაპონიის სამხრეთით კუნძულ ოკინოვას კატსურენის ციხის ნანგრევებში. აღმოჩენილ იქნა ჩვწაღ-დე მეოთხე საუკუნისთვის განკუთვნილი  ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პირველის გერბის მქონე 4 სპილენძის მონეტა, მე-17-ე საუკუნის დროინდელი 6 ოსმანეთის დროინდელი მეტალის მონეტა.

ახლა, იაპონელი ისტორიკოსები იკვლევენ როგორ მოხვდა იაპონიაში ასეთ უძველეს პერიოდში ხსენებული მონეტები. კატსურენის ციხე იმ პერიოდში იყო იაპონიასა და ჩინეთს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაჯვარედინი. მაგრამ ოკინოვას კუნძულზე ხსენებულ თარიღში არ მოიპოვება ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის ამსახველი რაიმე დოკუმენტი.

 



მსგავსი ინფორმაციები