თურქული პრესა 07.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

567137
თურქული პრესა 07.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ელემენტებისგან გასაწმენდად თურქეთის ლიდერობით დაწყებული ოპერაცია ევფრატის ფარით თურქეთმა აჩვენა, რომ რეგიონში იგი არსებობს. ერდოღანის განცხადებით, ოპერაციაზე უარის თქმა შეუძლებელია და თუ უკან დაიხევენ იქ ფეხს დაეშის, PKK-ს, YPG-ს და PYD-ს მსგავსი ტერორგანიზაციები მოიკიდებენ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი რისკი ერაყშიც არსებობს და მოსულის უსაფრთხოებისათვის ჯერაბლუსის მსგავს ოპერაციაზე მიანიშნა.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ფინანსთა მინისტრმა ნაჯი აღბალმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების ლიდერობით მოხდა, ეკონომიკის ზრდაში ინვესტირებისა და ექსპორტის მოცულობის გასაზრდელად მუშაობას ეწევიან და მეჯლისის გახსნისას საგადასახადო სტიმულირებას განახორციელებენ. აღბალის თქმით, თურქეთის საშუალო და გრძელ ვადიანი ზრდის გასაგრძელებლად სტრუქტურული რეფორმები მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. Royal Dutch Shell-ის ყოფილმა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ მუდი-სტიუარტმა კი დასძინა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერ პოზიციაზეა და დაამატა: „მყარი, კარგად განათლებული საშუალო კლასი ჰყავს და თურქეთი სამრეწველო ბაზასავითაა. ტექნოლოგიური კუთხით გამოყენებად, დახვეწილ წერტილშია. უზრუნველყოფილია ფინასური დისციპლინა, აქვს მყარი საბანკო სისტემა და მყარი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები.“

ვერც გადატრიალების მცდელობამ, ვერც ოპერაცია ევფრატის ფარმა და ვერც ინდექსის შემცირების ალბათობამ ვერ შეუშალა ხელი უცხოელი ინვესტორების თურქეთისადმი დაინტერესებას- წერს გაზეთი „ვათანი“. ცენტრალური ბაკის მონაცმებით, თურქულ ობლიგაციებში წელს 4 მილიარდი შესყიდვები ჩანს, გადატრიალების მცდელობიდან 26 აგვისტომდე უცხოური კაპიტალის შემოსვლა 638 მილიონი დოლარის დონეზე განხორციელდა. Bloomberg-ის მონაცემებით, თურქეთი აგვისტოში განვითარებად ქვეყნებს შორის ობლიგაციებში საუკეთესო მოგების მომტანი ქვეყანა გახდა. თურქული ობლიგაციების შემძენმა ინვესტორმა აგვისტოში 2.4 %-ის რეალური მოგება მიიღო.

„საბაჰი“ იუწყება, რომ სტამბოლის ორი ნაპირის ერთმანეთთან წყლის ქვეშ დამაკავშირებელი ევრაზიის გვირაბი ჰაერიდან დრონეს მეშვეობით გადაიღეს. გვირაბს 20 დეკემბერს პრემიერი ბინალი ილდირმი გახსნის. მშენებლობის დიდი ნაწილი დასრულებულია და გრძელდება მიწისზედა გადასასვლელების მშენებლობა. ევრაზიის გვირაბის ამოქმედებით აზიისა და ევროპის სანაპიროებს შორის დაკავშირება 100 წუთიდან 15 წუთამდე შემცირდება.

და ბოლოს „ჰაბერთურქის“ ინფორმაციით, უძრავი ქონების საერთაშორისი გამოფენა Cityscape Global 2016 დუბაიში დაიწყო. წელს 15-ედ გამართულ გამოფენაზე თურქეთიდან 26 ფირმაა წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობენ უძრავი ქონების კომპანიები, ინვესტორები, ფინანსური ორგანიზაციები,  არქიტექტორები, დიზაინერები და ქალაქის დამგეგმარებლები. თურქი მონაწილეები მათ მიმართ დაინტერესების გამო საკმაოდ კმაყოფილები არიან. სექტორის უცხოელი წარმომადგენელები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით საშუალო და გრძელ ვადებში ინვესტირებისთვის თურქეთი საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა. Cityscape Global 2016 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები