თურქული პრესა 28.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

539430
თურქული პრესა 28.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, FETÖ-ს ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადირებისათვის დაჟინებით დამატებითი მტკიცებულებების მომთხოვნ აშშ-ს გადაუდებლობის პირობის მაჩვენებელი დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინეს. ამგვარად, გიულენის დასაკავებლად ბოლო დაბრკოლებაც გადაილახა. საქმეებში ნათქვამია, რომ გიულენი მითვისების, გაყალბების, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დარღვევის, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და მართვის ბრალდებით იძებნება. გიულენის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული მეხუთე საქმე კი მომზადების პროცესშია. პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა: „გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედროები ბულბულივით აჭიკჭიკდნენ და განაცხადეს, რომ გადატრიალების ლიდერი ფეტულა გიულენია. არ მჯერა, რომ აშშ ამ ტერორგანიზაციის ლიდერის გვერდით იქნება.“ 

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში აშშ-FETÖ-ს თანამშრომლობის გამშიფრავმა ინფორმაციებმა აშშ შეაშფოთა. ამერიკის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა, თადარიგის არმიის გენერლის ჯონ კემპბელის მიერ გადატრიალების პირადად მომზადებისა და მართვის თაობაზე დასმულ შეკითხვებზე განმარტებები არ გააკეთა და ბუნდოვანი პასუხებით შემოიფარგლა. დანფორდის პასუხი „ნამდვილად არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა“ შეფასებული იქნა როგორც რაღაცის დამალვის მცდელობის აღიარება. 

15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობამდე გათხრილ სანგრებსა და აგებულ ბარიკადებში ჩამარხული PKK-ს ტერორისტები, გადატრიალების მცდელობის ჩახშობით კუთხეში მიმწყვდეული FETÖ-სათვის ქალაქში ჩამოვიდნენ - წერს გაზეთი „სტარი“. სტატიის მიხედვით, ტერორისტებმა, რომლებმაც „პოლიციაზე თავდასხმის“ მითითება მიიღეს, ვანის ედრემიტის დაბაში სანგრების გათხრა და ბარიკადების აგება თავიდან დაიწყეს. კანდილიდან ტერორისტებისათვის გაგზავნილ მითითებაში ტერორისტებს მოთხოვეს ქალაქში ჩასვლა, დანაღმვა, სანგრების გათხრა და ბარიკადების აგება. კანდილის ყველაზე საყურადღებო მითითება კი ის არის, რომ მათ სამიზნეს მეამბოხეთა ჩამხშობი პოლიციელები წარმოადგენენ.

გაზეთი „ჰურიეთი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ეკონომიკის გადატრიალებაც ხალხმა აღკვეთა“, რომლის თანახმადაც, ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს გადატრიალების მცდელობის აღმკვეთმა ხალხმა ასევე ხელი შეუშალა ბაზრებზეც გადატრიალების მოხდენას. შიმშექის თქმით, მოქალაქეებმა 9 მილიარდ დოლარზე მეტი ვალუტა თურქულ ლირაზე გადაცვალეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დაამატა, რომ გაატარებენ სისტემის გადატრიალების პრევენციის რეფორმას.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის მიერ საფრანგეთის ნორმანდიის რეგიონში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს პირი, რომელმაც მღვდელი მოკლა საფრანგეთის მოქალაქე ადილ კერმიჩე აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეაშელი თურქეთის მხრიდან სირიაში გადასვლის მცდელობის დროს თურქეთმა დააკავა და საფრანგეთში გადააგზავნა. ანკარის მიერ საფრანგეთში დაბრუნებული კერმიჩე რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ იქნა გათავისუფლებული. თურქულმა სათანადო ორგანოებმა დღემდე წარმოშობით ბევრი ევროპელი დეაშელი მათ შორის პარიზის და ბრიუსელი ტერაქტების მომწყობნიც, სირიაში გადასვლის მცდელობის დროს დააკავა და თავიანთ ქვეყნებს გაუგზავნა. მაგრამ ევროპის უსაფრთხოების სამსახურებმა ეს პირები იმ მოტივით რომ მუქარას არ უქმნიან უსაფრთხოებას, გაათავისუფლა. 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები