ერდოღანმა წუხელ პირველად მოინახულა დაბომბილი პარლამენტი
“ფეტოს ვირუსს მთლიანად ამოვძირკვავთ“
ერდოღანმა გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ კიდევ შეიძლება განმეორდეს პუტჩი, ავ თვისებიანი ვირუსი უწოდა და თქვა: “ირგვლივ აუარება ვირუსები ვრცელდებიან და მათ ეტაპებად ვყოფთ, პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. მე კი ვამბობ, რამდენი ეტაპიც ხართ, ყველანი ერთად მოდით, მაინც ვერაფერს დაგვაკლებთ“.
ეს სიტყვები მან წუხელ, ქვეყნის დიდი ეროვნული მეჯლისის 15 ივლისის ღამეს პუტჩისტების მიერ დაბომბილი ცერემონიების დარბაზის მონახულების შემდეგ წარმოთქვა და დაამატა: „არ მინდოდა ისე მომხდარიყო, რომ ჩვენი ეს შეხვედრა პარლამენტარებთან დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დანგრევისათვის მომხდარი შეიარაღებული მცდელობის შემდეგ გამართულიყო. სამწუხაროდ ეს შეხვედრა ასეთი მცდელობის შემდეგ მოხდა. პარლამენტის შენობის დათვალიერებისას, როდესაც ვნახე რა მდგომარეობაშია მეჯლისი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი იმედგაცრუება განვიცადე. შეუძლებელია ამ ქვეყნის შვილი იყოს ის, ვინც ეს ჩაიდინა... ჩვენს ქვეყანაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია ვიცოდით, დაიში ვიცოდით, PYD ვიცოდით, YPG ვიცოდით. ესენი ვიცოდით, თუმცა განმარტება განსხვავებული იყო. რას ამბობდნენ, „ესენი ამავდროულად რელიგიური ჯგუფი არიან, განათლებით არიან დაკავებულები, მათ იარაღთან საქმე არ აქვთ“. მათ იარაღთან საქმე სხვებისაგან ძალზედ განსხვავებულად აქვთ. ისინი ისეთი სულმდაბალნი, მოღალატე და უნამუსოები არიან, რომ ამ ერის მიერ გაღებული გადასახადებით, ამ ერის ფულით შეძენილი იარაღი, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტანკები, მძიმე შეიარაღებას ამ ერის წინააღმდეგ გამოიყენეს... კოორდინატები მოითხოვეს, მაგრამ ვერაფერი შესძლეს. კარგით მოხვედით და მეჯლისი დაბომბეთ, ეს ერის მეჯლისი.... თქვენ გადაწყვიტეთ ერის წარმომადგენლები, ერი დაგებომბათ. აი ამის გამო ეს თქვენი ძმა ხელში ტელეფონებით ტელევიზიებს დაუკავშირდა, რა დროსაც ჩვენ ერს მოედნებზე გამოსვლისაკენ მოვუწოდე, რის შემდეგაც 81 პროვინციაში ხალხი მოედნებზე გამოვიდა. ეს კი ის ნაბიჯი იყო, რომელიც მათ ვერ გათვალეს. ჩემს ერს ამას მოვუწოდებ, მეორე მითითებამდე მოედნებს ცარიელს ნუ დატოვებთ... (ფეტო) ეს ისეთი ვირუსია, რომელსაც მეტასტაზები აქვს. ის მთლინად უნდა ამოიძირკვოს, ზოგჯერ კი ეს ამოძირკვაც არ კმარა. შესაძლოა ისეთ ადგილზე იჩინოს თავი, სადაც არ ველოდებით. მაგრამ ჩვენ ეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ გზა მტკიცედ გავაგრძელოთ. ისინი თავს კარგად ნიღბავენ. ისინი ბუკალემუნზე უფრო უარესები არიან“.
მისივე თქმით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და საგანგებო კანონების მიღებით გათვალისწინებულზე უფრო ადრე გამოავლენენ და დააკავებენ პუტჩისტებს რა, მხოლოდ ასე გაწმენდენ ქვეყანს ფეტოელების ვირუსებისგან
ერდოღანმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას ინვესტორებს მიმართდა და თქვა: „ყველა ინვესტორს მოვუწოდებ, არ შეაჩეროთ ინვესტიციები, გზა ისევ ისე მტკიცედ გააგრძელეთ. ჩვენ როგორც სახელმწიფო, ინფრასტრუქტურებისა და მეგა პრეოქტების ინვესტირებას არ შევაჩერებთ.“
მანვე მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მხრიდან თურქეთისათვის სარეიტინგო ნიშნის დაწევა და ხაზი გაუსვა, რომ ამ სააგენტოს უფლება არ აქვს თურქეთს ნიშანი დაუწიოს, ამიტომ მისი ეს ქმედება პოლიტიკურია და მტრულ ქმედებას შეიცავს