თურქული პრესა 15.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

529792
თურქული პრესა  15.07.2016

მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქი“-თ დავიწყებთ, რომელშიც გუშინ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის მხრიდან თურქეთში  უსაფრთხოების მიზნით დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის შემდეგ, ბასტილიის დღეს საფრანგეთის ქალაქი ნიცა ტერორის სამიზნე გახდა. დღესასწაულთან დაკავშრებით მოსახლეობა ფეიერვერკების ყურებით ტკბებოდა და სწორედ ამ დროს ხალხმრავლობაში ტერორისტი ტრაილერი შევარდა და  80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღნიშნავს ჰაბერ თურქი.

გაზეთი “ჰურრიეთი“ იუწყება, რომ   საფრანგეთი 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტის მივიწყებას ცდილობდა, რომ ახლა ქალაქ ნიცაში მომხდარი  ტერაქტით შეიძრა. ტერორისტებმა 1789 წელს რევოლუციის დასაწყისად მიჩნეული ბასტილიის ციხესიმაგრის აღების დღეს დაამთხვიეს ტერაქტი. ერთი ტრაილერი ხალხმრავლობაში შევარდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ირგვლივ ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველები ახალი ტერაქტის საშიშროების გამო საგანგებო მდგომარეობაში არიან გადასული რა, მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.  

 

გაზეთ „იენი შაფაქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „პკკ თურქეთიდან გარბის“ და მასში ვკითხულობთ: დაახლოებით ერთი წელია რაც თურქეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში ანტი ტერორისტულ ოპერაციებს განაგრძობენ. ოპერაციების შედეგად ტერორისტებმა დიდი ზარალი განიცადეს და ახალი გადაწყვეტილება მიიღეს რა, ისინი თურქეთის დატოვებას აპირებენ. ტერორისტები პატარ-პატარა ჯგუფებად სირიის და ერაყის ტერიტორიაზე გაქცევას აპირებენ, წერს იენი შაფაქი.

 

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  იორდანიიდან თურქეთის ქალაქ სამსუნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, პირველი 95 კაციანი არაბი ტურისტები სამსუნში უკვე ჩავიდნენ. ტურისტები აცხადებენ, რომ მათ ბევრჯერ სმენიათ შავიზღვისპირეთის შესახებ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს იქ ჩასვლა. არაბი ტურისტები ასევე აცხადებენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავიანთ მეგობრებსაც მოუყვებიან შავიზღვისპირეთის შესახებ, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული ნაკადების ამ რეგიონში ჩასვლას შეუწყობს ხელს.

 

გაზეთი „სტარი“  წერს, რომ   თურქულმა  სერიალმა „KARA SEVDA“ ანუ  „შავი სევდა“-მ  საბერძნეთი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოიქცია. მას შემდეგ, რაც სერიალის   სატელევიზიო არხ Mega TV-იმ დაიწყო, მისი რეიტინგი  საგრძნობლად გაიზარდა. სერიალის მთავარ როლებში  ბურაქ ოზჩივითი და  ნესლიჰან ათაგული მონაწილეობენ,  რომლებმაც  ბერძენი ხალხის დიდი სიმპათია და სიყვარული დაიმსახურეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები