თურქული პრესა 15.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

511235
თურქული პრესა 15.06.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შრომის სამინისტრო კვალიფიციური უცხოელების თურქეთში მოწვევის და დასაქმების მიზნით შრომის კანონს ამარტივებს, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი მაღალ კვალიფიციური პროფესიების შემოდენას, ხოლო მათი კვალიფიკაციის დადგენის მიზნით ქულათა სისტემა იმოქმედებს და ვინც საჭირო მაქსიმუმ ქულას მოაგროვებს, მათ ე.წ. "ფირუზისფერი ბარათი" მიეცემათ  რა, ისინი უწყვეტი მუშაობით უზრუნველყოფილ იქნებიან. ამავე სტატიით იგივე ბარათები მიეცემათ ასევე იმ საქმოსნებსა და ბიზნესმენებსაც, რომლებიც ინვესტიციებს ჩადებენ თურქეთის ეკონომიკაში და მათი ოჯახის წევრებსაც გაეცემათ ბინადრობის უფლება

“მსოფლიო ბანკმა თურქეთის მეგა პროექტები შეაქო“, ასეთი სახელწოდების სტატი იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში, რომელშიც ვკითხულობთ: გასულ წელს ანკარამ 2 უდიდესი პროექტი წარუდგინა მსოფლიო ბანკს. ამათგან პირველი 35,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სტამბოლის მესამე აეროპორტია, რომელიც ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე უდიდეს აეროპორტად გადაიქცევა, ხოლო მეორე პროექტი 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების გებზე-იზმირის ავტომაგისტრალია და მსოფლიო ბანკის ანგარიშით ამ ორივე პროექტმა  გასულ წელს გლობალური ინვესტიციის უდიდესი ნაწილის აბსორბირება მოახდინა

ვათანი ინგლისურ გაზეთ Financial Times-დან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს და მისი მიხედვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ახალი ანგარიშით თურქულ კომპანიებს უფრო ნაკლები დავალიანებები გააჩნიათ, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნების კომპანიებს, ხოლო ამის პარალელურად ისინი უფრო გამძლენი და მდგრადები არიან  ყოველგვარი გამოწვევისადმიც

ჰაბერთურქის ცნობით ირანის ვაჭრობის, მრეწველობის, მადნეულის და სოფლის მეურნეობის პალატათა თავჯდომარემ, მუჰსინ ჯელალპურმა ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს და თქვა, რომ მიღებული შეთანხმებით სტამბოლის სამრეწველო პალატა თეირანში 140 ერთეულისგან შემდგარ  ორგანიზებულ სამრეწველო ზონას გააშენებს, რომელშიც 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება

საბაჰი იტყობინება, რომ სტამბოლის ილდიზის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების კლუბის წევრებმა რიგით მესამე  Formula-ს ავტომანქანა შექმნეს, რომლის პრეზენტაცია გუშინ გამართეს. ეს ახალი მოდელი მათ მიერ შექმნილ ფორმულა მეორეზე 40 კგ-ით უფრო მსუბუქია, გააჩნია 78 ცხენის ძალა, აქვს განახლებული სავალი ნაწილი, ხოლო 100 მეტრის სიჩქარეს 3,5 წამში ავითარებს


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები