თურქული პრესა 24.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

496646
თურქული პრესა  24.05.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაქი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს რეფორმების საჭიროება ამ სიტყვებით ახსნა: „ათი ათასობით ბავშვი თუ კვდება და თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემაშია, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ გაეროში ცვლილება აუცილებელია.“ ერდოღანმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს და რამდენი მიგრანტიც არ უნდა შემოვიდეს თურქეთში, მათთვის საზღვრების ჩაკეტვას არ აპირებენ, რადგან, მისივე თქმით ეს უბრალოდ მათი ადამიანური მოვალეობაა.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „აშშ-რუსეთს შორის სადაზვერვო ფრენების კრიზისი’’ და მასში ვკითხულობთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 22 მაისს აშშ-ს კუთვნილი RC-135-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, იაპონიის ზღვაში განხორციელებული სადაზვერვო ფრენების დროს რუსეთის საზღვარს უნებართვოდ მიუახლოვდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ს მოსკოვის საელჩოში მომუშავე სამხედრო ატაშე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში იქნა გამოძახებული და მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მას გაფრთხილება მიეცა.  

გაზეთი „საბაჰი“ წერს, რომ ტერ ორგანიზაცია პკკ-სგან გაწმენდილ ქალაქ დიარბაქირის სურის რაიონში ჩასულ ქურთების სახალხო დემოკრატიულ პარტიის   (HDP) პარლამენტარებს ხალხი მწვავე უარყოფითი რეაქციებით დახვდა.  „რისთვის და რა უფლებით ჩამოხვედით აქ, თქვენი გულისთვის უკვე ექვსი თვეა უსახლკაროდ ვართ დარჩენილი.“  ასეთი შეძახილებით დახვდნენ ქურთ პარლამენტარებს. ადგილობრივებმა მათ ასევე ქალაქის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, რომ HDP ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხარდამჭერი პოლიტიკური ქურთული პარტიაა. პკკ-მ კი აღნიშნულ რაიონში სკოლები, სავადმყოფოები, მეჩეთები და საცხოვრებელი სახლები გადაუწვა ადგილობრივებს, რის გამოც ტერორისტების მხარდამჭერმა დეპუტატებმა ქურთ ხალხში პოპულარობა დაკარგეს.   

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ  თურქეთი და უკრაინა თავიანთი მოქალაქეების ქვეყნებში უვიზოდ დარჩენის ვადას 90 დღემდის ზრდიან. დღემდე კი ამ ორ ქვეყანას შორის უვიზოდ დარჩენის ვადა 60 დღე იყო. ამ ახალი პროგრამით მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დაახლოებას ითვალისწინებენ.  

გაზეთ „ჰურრიეთი“-ს მიხედვით  თურქეთში ცნობილი კომპანიების მენეჯერები (CEO) ასაკი დღითიდღე  კლებულობს, ანუ 40 წელზე ქვემოთ ჩამოვიდა. მათ შორისაა როგორც საოჯახო კომპანიების სიოები, ასევე თავიანთი პროფესიონალი სიოებიც, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებს უდგებიან სათავეში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ასაკის  მენეჯერთა  რიცხვი 2025 წლისათვის შეიძლება 70%-მდე გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები