თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

437058
თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ "ჰურრიეთი"-თ ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიუ იორკში, "ახალი თურქული სახლი" სახელწოდების მრავალსართულიან ბინის აშენებას აპირებს, რომელშიც თურქეთის გაეროში მუდმივი წარმომადგენლობა და საკონსულო სამსახური განთავსდება. აღნიშნული ბინის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. "ახალი თურქული სახლი"-ს ბინა ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მიზნითაც იქნება გამოყენებული.

გაზეთი "იენი შაფაქი" იუწყება, რომ თურქეთის რელიგიის სამმართველო მიმდინარე წელს მეორედ აწყობს "საერთაშორისო სიკეთის ჯილდო"-ს სახელწოდების კონკურსს, რომელშიც ადგილობრივ და საერთაშორისო არენაზე ჩადენილი სიკეთის ნამდვილი ამბებია აღწერილი. ამ კონკურსით რელიგიურ საქმეთა სამმართველოს საქველმოქმედო საზოგადოების მნიშვნელობაზე სურს გაამახვილოს ყურადღება. კონკურსში რვა სხვადასხვა ენაზე აღწერილი 100 ნამდვილი ამბავი იქნა წარდგენილი და ფინალში მათგან 22 გავიდა. "საერთაშორისო სიკეთის ჯილდო"-ების გადაცემის ცერემონიალი 13 მარტს სტამბოლში ჰალიჩის კონგრეს ცენტრში გაიმართება.

გაზეთი "საბაჰი" წერს, რომ მიმდინარე წელს პირველად პორტუგალიაში, საერთაშორისო რწმენის ტურიზმის სიმპოზიუმი ჩატარდება. აღნიშნულ სიმპოზიუმზე 150 ქვეყნის წარმომადგენლის დასწრებას ელიან. საერთაშორისო რწმენის ტურიზმის მეორე სიმპოზიუმის ჩატარების მასპინძლობაზე თურქეთის ქალაქ იზმირის სელჩუკლუს რაიონმაც შეიტანა განაცხადი. სელჩუკლუს მერიის განცხადებით რწმენის ტურიზმისათვის მათი რაიონი ძალიან შესაფერისია, რადგან აქ UNESCO-ს კულტურულ მემკვიდრეობაში შემავალი ანტიკური ქალაქი ეფესი და კიდევ წმ. მარიამის ეკლესიაც არის. სელჩუკლუს მერია ტურიზმის სიმბოლიკისათვის ამ რაიონში მთის ფერდობზე წმ. მარიამის ძეგლის დადგმას აპირებს.


გაზეთ "სტარი" -ს მიხედვით მიმდინარე წელს თურქეთის ტურისტული რეგიონებიდან მუღლას ოლქში მდებარე ბოდრუმის რაიონში უფრო მეტი ტურისტის მიზიდვისთვის სხვადასხვა კულვარებში სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ მის ფარგლებში ჰოლანდიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში შესაბამისი გაცნობითი და სარეკლამო ხასიათის პროგრამები იმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მომდევნო კვირეებში დაახლოებით ათასამდე უცხოელი ჟურნალისტი და ტუროპერატორები ბოდრუმში იქნებიან მოწვეულნი.


გაზეთი "ჰაბერთურქი" გუშინ, სტამბოლში გამართულ დერბი მატჩზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ, გუშინ თურქეთის სპორტოტო სუპერლიგაში 22-ე კვირის თამაშების ფარგლებში სტამბოლის გალათასარაი ტრაბზონსპორს მასპინძლობდა. მატჩი 2-1 გალათასარაის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ მატჩის ყველაზე მთავარი მოვლენა ის გახლდათ, რომ მსაჯმა ტრაბზონსპორის ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. აღნიშნული მატჩის მთავარი მსაჯი დენიზ ათეშ ბითნერი გახლდათ. მატჩზე ერთი მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ მოხდა. ტრაპიზონსპორტის ფეხბურთელებიდან სალიჰ დურსუნმა მსაჯის ქმედებების გასაპროტესტებლად თვით მსაჯს უჩვენა წითელი ბარათი. ამ მოვლენას კი მსოფლიო გამოეხმაურა და იგი სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი განხილვის საგანი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები