თურქული პრესა- 19.02.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

435702
თურქული პრესა- 19.02.2016

მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ ტერორის წინააღმდეგ დაირაზმა მსოფლიოს ეკონომიკა დევიზით:-„ვერ დაარღვევენ ერთობას“.

ანკარაში, ოთხშაბათს საღამოს, მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ დიდად დაამწუხრა საქმოსნები, მეწარმეები და ყველა ორგანიზაციები.

დაგმობილ იქნა ტერორი. გამოიკვეთა, რომ ერთობისკენ მიმართული თავდასხმებით, ვერ მიაღწევენ ერთობის დარღვევას.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი იტყობინება, რომ ანკარის მუხანათური თავდასხმის შემდეგ, Twitter-ის მეშვეობით, დაიწყო არაბული გამოთქმებით სტიკერის კამპანია. არაბული სტიკერი წინადადების:-„თურქთი არა არის მარტო“ უმოკლეს დროში შევიდა trend topic-ის სიაში.

ამ სტიკერმა, ერთ საათში, 5 მილიონი ადამიანი მიიზიდა. მათი რაოდენობა ისევ იზრდება.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო სისტემა ლოიდისი ისწრაფვის თურქეთის ბაზარში შესასვლელად.

ლოიდისის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარემ ჯონ ნელსონმა შეხვედრები ჩაატარა თურქეთის მარეგულირებელ უფლებამოსილებთან და მთავრობასთან. აღნიშნა, რომ თურქეთი, ამჟამად მათთვის არის მსოფლიოს ორ ძირითად ბაზარს შორის ერთ-ერთი.

ნელსონის განცხადებით, სტამბოლის ფინანსური ცენტრის და თურქეთის ეკონომიკისადმი ნდობის გამო, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ოპტიმისტურად უყურებენ თურქეთის მომავალს საშუალო და გრძელი ვადით.

გაზეთი „ჰაბერ-თურქ“-ი აღნიშნავს, რომ ტრადიციულ მსოფლიო პრესის ფოტოსურათების კონკურსში (World Press Photo) წლის ფოტოგრაფად იქნა გამოცხადებული ავსტრალიელი ფოტო ჟურნალისტი რიკარდსონი თავშესაფრის მაძიებელთა თემაზე გადაღებული სურათით.

ამავე თემაზე წერს ჰაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი და აღნიშნავს, რომ უფრო ადრე კი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჯილდოების მფლობელი, Associated Press-ის თურქეთის ფოტო ჟურნალისტი ბულენთ კილიჩი "Spot ახალი ამბების“ კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა. კატეგორიებში შესულების ფოტოსურათების გამოფენა მოხდება 16 აპრილს, ამსტერდამში ერთ ეკლესიაში, შემდეგ კი, 45 ქვეყნის, 100-დე ქალაქში.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, თანამედროვე სამყაროს უცილო ნივთებად ქცეული ტელეფონები, დაფები, კომპიუტერები, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. სპეციალისტების გამოკვლევებით, ადამიანებში იქმნება რეფრაქციული დარღვევები და ეკარგებათ შორს მხედველობა. 2050 წელში, მიუ პურთა რაოდენობა 5 მილიარდამდე მიაღწევს. მხედველობა დაკარგულთა რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება.

სპეციალისტების აზრით ახლო მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზია, ის რომ ადამიანები გარეთ დროს გატარების მაგივრად შიდა გარემოში ყოფნას არჩევენ, თვალები ეჩვევა ახლო მხედველობას და იწვევს მიუ პურობას.



მსგავსი ინფორმაციები