თურქული პრესა

თურქული პრესა

429388
თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ "სტარი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ კი დაბა ჯიზრეში, სადაც 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების გამო 115 ათასმა მოქალაქემ დროებით მიატოვა საკუთარი სახლ კარი და სხვა, უსაფრთხო რეგიონებში გადასახლდნენ. მათმა ასეთმა ქმედებამ სამართალდამცველებს ოპერაციების გაგრძელება გაუადვილა. მოსახლეობამ ტერორგანიზაცია პკკ მარტოდ მიატოვა და სამართალდამცველებმაც უცხოელი ტერორისტების ჩათვლით, მრავალი ტერირისტის ლიკვიდაცია მოახერხეს რა, დაბა თითქმის მთლიანად იქნა გაწმენდილი მათგან. ამჟამად სამართალდამცველები ბოლო კონტროლს აკეთებენ და დაბაში გამოცხადებული კომენდატის საათიც მალე გაუქმებული იქნება.

გაზეთი "საბაჰი" იუწყება, რომ სირიის ოპოზიციონერების განცხადებით, ამერიკამ ტერორგანიზაცია პკკ-ს დაქვემდებარებაში მყოფი სირიულ დაჯგუფება PYD-ს, ოპერაციების განსახორციელებლად ოცი სამხედრო მრჩეველი და ორი თვითმფრინავით სავსე იარაღი გაუგზავნა. PYD-სთან თანამშრომლობს ასევე ასადიც, რომელიც ალეპოში ოპერაციებს განაგრძობს. ოპოზიციონერები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი, რომელიც ასევე ალეპოში ოპერაციების ჩატარებისთვის ემზადება, ოპერაციის კორდინირებისთვის ჰიზბულას ოფისის გამოყენებას აპირებს. მეორეს მხრივ აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანკარის მოთხოვნისა და მრავალი ფაქტების წარდგენის მიუხედავად, PYD-ს ორგანიზაცია ტერორისტულად მაინც არ აღიარა.

გაზეთი "ჰაბერთურქი"-ს მიხედვით სტამბოლში ბოსფორის სრუტის პარალელური არხის "კანალ ისტანბულის" პროექტის მშენებლობისას მისი მარშუტის შეცვლის მიზეზი პალეოლითის ხანის აღმოჩენები გახდა. აღნიშნული პროექტის მარშუტზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად "იარიმბურგაზის გამოქვაბულები" იქნა აღმოჩენილი, რომლის ისტორიაც 400 ათას წელს ითვლის. მისი სიგრძე ერთი კილომეტრია ხოლო სიმაღლე 15 მეტრი. "კანალ ისტანბულის" პროექტის მიმართულებით ასევე ჩათალჯას რაიონში ინჯეღიზის გამოქვაბულები იქნა აღმოჩენილი, რომელთა ისტრორიაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეს წვდება.

გაზეთი "ვათანი" იუწყება, რომ როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე თურქეთშიც ბოლო წლებში ხელოვნების ნამუშევრებზე ინტერესი გაიზარდა. ამიტომ ბოლო წლებში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ აუქციონებზე მრავალი თურქეთის მოქალაქეც იღებს მონაწილეობას. თურქეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 223 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების შედევრის და ანტიკური ნივთ-საგნების იმპორტირება მოახდინა.

გაზეთი "იენი შაფაქი"-ი იტყობინება, რომ ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საფეხბურთო სუპერლიგის გუნდებიდან შანხაის SPIG-ი და პეკინის GOUAN-ი თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, არდა თურანის, რომელიც ამჟამად კატალონიის ბარსელონაში თამაშობს, ტრანსფერისათვის 100 მილიონო ევროს გადახდას აპირებენ. მათივე ინფორმაციით, ჩინურმა კლუბებმა ბარსელონას შეთავაზება უკვე გაუგზავნეს, მაგრან ჯერ-ჯერობით რაიმე სახის პასუხი არ მიუღიათ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები