12.12.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

361604
12.12.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, თურქმენეთში ვიზიტის წინ, ათათურქის აეროპორტში, ერაყის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ რეაქციაზე, რომელიც მუსულში თურქი სამხედროების ყოფნას ეხება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ DEAŞ-ი საფრთხეს უქმნის თურქეთს და თუ ერაყის ხელისუფლებას არ შეუძლია თურქეთისადმი მიმართული შესაძლო ტერ-აქტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს თავად თურქეთმა.
ერდოღანმა ისიც დაამატა, რომ ზედმეტია ლაპარაკი ბაშიკაოში მყოფი სამხედროების უკან დაწევაზე.
გაზეთი „საბაჰ“-ი კი წერს სირიის ვითარებაზე. აღნიშნავს, რომ 4 წელია მიმდინარე შიდა ომის დასრულებისთვის, 1 იანვარს, ვენაში გათვალისწინებული სამიტის წინ, საუდის არაბეთის ინიციატივით დედაქალაქ რიადში, ოპოზიციონერებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. შეკრებას შეუერთდა 100-დე დაჯგუფება. შიდა ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიზნით, შეთანხმდნენ რეჟიმთან განხილვებისთვის უმაღლესი კომისიის შექმნაზე.
პირველ რიგში, რეჟიმთან გარდამავალი პერიოდის დაწყების განხილვებისთვის განისაზღვრება წარმომადგენელთა ჯგუფი.
შეტყობინებაში აღინიშნა, რომ გარდამავალ ეტაპში ესადმა უნდა მიატოვოს ხელისუფლება. ყველაზე მთავარმა აჰრარ-უშის დაჯგუფებამ კი, არასაკმარისად მიიჩნია რა შეთანხმება, არ შეუერთდა შეხვედრებს.
გაზეთი „იენი აქითი“-ი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფონდი (İHH), ისლამური სამყაროს ობლებისთვის უფრო პროფესიონალური სამუშაოების წარმართვის მიზნით აწყობს პირველ საერთაშორისო ობოლთა სემინარს.
სხდომა დაიწყება დღეს სტამბოლში და გაგრძელდება ორი დღე.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ გერმანელი მეცნიერები, პოტენციურად უსაზღვრო ენერგო რესურსად ცნობილი და მზის პროცესის მსგავსის შესაქმნელად, ატომის შედუღებით, უკან მოიტოვეს პროექტის პირველი ეტაპი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები