თურქული პრესა 25.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

422132
თურქული პრესა 25.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი აქით”-ით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის გენერალურმა შტაბმა გუშინ თურქეთის მხრიდან რუსული საბრძოლო თვითფრინავის ჩამოგდების დეტალების ამსახველი რუკა ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, რუსეთის თვითფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მაინც გააგრძელა. გენერალურმა შტაბმა მომხდარის შესახებ რუკა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსულ გამანადგურებელს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

გაზეთი ”ჰაბერთურქი” წერს, რომ თურქეთის 64-ე მთავრობაში ეკონომიკის სფეროში შვიდი ახალი პირი ჩაერთო. მათ შორის ეკონომიკის საკითხში პასუხისმგებელი ვიცეპრემიერი მეჰმედ შიმშექი და ბერათ ალბაირაქიც არიან. დეკემბრის თვის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური ბანკის მხრიდან პროცენტების შესაძლო აწევის შესახებ მოსალოდნელი განცხადებით შიმშექზე დიდ ზეწოლას ელიან.

გაზეთი ”სტარი” იუწყება, რომ დიარბაქირის ოლქის სილვანის და სურის რაიონების შემდეგ, მარდინის ოლქის ნუსაიბინის რაიონშიც აქტიურად მოქმედ ტერორგანიზაცია PKK-ს, თურქმა სამართალდამცველებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს. თურქი სამართალდამცველების მიერ გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს 18 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და ასევე 19 ასაფეთქებელი ნაღმი იქნა გაუვნებელყოფილი.

გაზეთ ”ჰურრიეთ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”189 ქვეყანაში ექსპორტს ვაწარმოებთ” და მასში ვკითხულობთ: ამ ბოლო წლებში თურქეთის ქალაქი კონია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამრეწველო ქალაქად გადაიქცა. კონიის სამრეწველო პალატის თავჯდომარის, მემიშ ქუთუქჩუს განცხადებით, კონიაში ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტი 189 ქვეყანაში ხორციელდება და მათ შორის პირველ ხუთეულში შედიან ერაყი, ალჟირი, გერმანია, საუდის არაბეთი და ირანი.

გაზეთი ”იენი შაფაქ”-ი ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე თურქული კლუბის გალათასარაის დღეს გასამართ მატჩზე ამახვილებს ყურადღებას და იტყობინება, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე თურქული კლუბი დღეს კრიტიკულ მატჩზე გადის. იგი ესპანეთის წარმომადგენელ მადრიდის ატლეტიკოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებს. გალათასარაის დღეს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან მატჩის ფრედ დასრულება არ აწყობს. ასე რომ თუ თურქული კლუბი ვერ გაიმარჯვებს, გამოეთხოვება ჩემპიონთა ლიგას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები