თურქული პრესა 14.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

416852
თურქული პრესა 14.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”სტარი”-თ ვიწყებთ რომელშიც პარიზში მომხდარ ტერაქტზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: საფრანგეტში ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმიდან 10 თვის შემდეგ კიდევ განხორციელდა სისხლიანი ტერაქტი. პარიზში ერთდროულად რამოდენიმე თავდასხმა საკონცერტო დარბაზში, რესტორანში, მეტროში და საფრანგეთ-გერმანიის თამაშის სტადიონის ირგვლივ მოხდა. მომხდარის შემდეგ პრეზიდენტმა ჰოლანდმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და არმია გამოიძახა. მომხდარის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც გამოეხმაურა და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთობლივად მოქმედებისკენ მოუწოდა.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ მიმდინაწე წლის G-20-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე ენერგეტიკა იქნება. სწორედ ამის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და თავის რუს კოლეგა, პუტუნს შიორის გასამართი შეხვედრა სამიტის მთავარი საკითხი იქნება. ორი ქვეყნის ლიდერი თურქული ნაკადის შესახებ და თურქეთის მხრიდან ბუნებრივი აირის ფასის დაკლებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

გაზეთი ”საბაჰი”-ს მიხედვით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ იაპონიას შორის ახალი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რომლის მიხედვითაც პროექტებს სამომავლოთაც ერთად განახორციელებენ.

გაზეთი ”ვათანი” იუწყება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფინდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით თურქეთის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას აგრძელებს და სამომავლოთაც ასე იქნება.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” იტყობინება, რომ სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე წარმოქმნილი მიგრანტთა პრობლემის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებმა თურქეთზე 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს გამოყოფაზე და მიგრანტთა კრიზისის სამიტზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების დასწრებით უნდა გაიმართოს, თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანიზ მიწვევაზეც შეთანხმდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები