თურქული პრესა 06.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

363846
თურქული პრესა 06.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერთურქი”-თ დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის მხრიდან PKK-ს სირიის ქვედანაყოფ PYD-ზე იარაღით დახმარების შესახებ გაფრთხილებებმა შედეგი გამოიღო. დავუთოღლუს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ: ”ალ-ქაიდას სირიის ქვედანაყოფი ალ-ნუსრა ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ მას საერთაშორისო თანამეგობრობა ტერორგანიზაციად მოიხსენიებს. ასევე PYD რომელიც DEAŞ-ის წინააღმდეგ იბრძვის, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ტერორგანიზაცია არ არის”. ამ სიტყვებით გააფთხილა მან აშშ. აშშ-მ კი განაცხადა. რომ ამ გაფრთხილებას გაითვალისწინებს და PYD-ს იარაღით დახმარებას აღარ გაუწევს.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ ჩინეთის ატომური ელექტრო კომპანია (CGN)-სა და Else ენერგეტიკის კომპანიამ თურქეთის ქალაქ შანლიურფაში მზის ენერგიის სფეროში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტეს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის პირველ ნახევარში შევა ექსპლუატაციაში.

გაზეთი ”ვათანი” იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) გუშინ საერთაშორისო ფრენებიდან სტამბოლ-დურბანის მიმართულებით ფრენებიც დაიწყო. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, დურბანში სტამბოლიდან ფრენები ორშაბათ, სამშავათ, ხუთშაბათ და შაბათ დღეებში განხორციელდება.


გაზეთი ”საბაჰი”-ს მიხედვით სტამბოლი მსოფლიო განვითარებად ქალაქების სიაში შევიდა. იგი ამ სიაში შანგაის, პეკინის და სან პაულოსთან ერთად შევიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევები ჩატარდა რომელშიც ნახსენებია, რომ ეს ქალაქები მსოფლიო ინვესტიციების გასაყარი ადგილებია. აღნიშნული ქალქები სამომავლოდ კუმალა-ლუმმპურს და მეხიკოს დაეწევა განვითარებით, ნათქვამია სპეციალურ კვლევებში.

გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ ანკარის Altın park-ი დიდი ხნის შემდეგ ისევ ხდება სხვადასხვა ღონისძიებების ცენტრი. პარკში განახლებითი სამუშაოები დასრულდა. იგი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენების მასპინძლობისთვის ემზადება. პირველი ღონისძიებაზე კი 2016 წლის 6-16 აპრილს 42-ე საერთაშორისო ავეჯისა და დეკორატიული აქსესუარების გამოფენას უმასპინძლებს.

გაზეთი ”სტარი’’ იტყობინება, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი საცალო და უძრავი ქონების გამოფენა (MAPIC) 21-ჯერ საფრანგეთის ქალაქ კანში 18-20 ნოემბერს გაიმართება. თურქეთიდან ამ გამოფენაზე 14 ფირმა მიიღებს მონაწილეობას და ისენი თურქული ბრენდების სახელით წარსდგებიან. გამოფენას 74 ქვეყნიდან 8400-ზე მეტი ფირმა ესწრება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები