თურქული პრესა 01.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

406560
თურქული პრესა 01.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერთურქ’’-თ ვიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: ჩანაქქალეს კუნძულ მიდილიაზე მიგრანტები ერთი წელია ევროპაში შეღწევის იმედით ცხოვრობენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი შეშინებულები არიან. მათი განცხადებით ადრე სახლების კარებსაც არ კეტავდენ და ისე იძინებდენ ახლა კი ღამეში გარეთ გასვლის ეშინიათ. მათი მთავარი საარსებო წყარო ზეთის ხილის ბაღები რომლებიც მიგრანტებს აქვთ დაკავებული. მიუხედავად იმისა რომ მოსავლის აღების პერიოდი დაიწყო შიშისაგან მოსავალს ვერ იღებენ.

გაზეთი ”საბაჰი” წერს, რომ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ტერორგანიზაცია PKK-ს მხრიდან ერთ-ერთ სკოლაში თურქეთის დროშის ჩამოხსნის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა იქ თურქეთის დროშა ხელმეორედ დაჰკიდეს, რის გამოც PKK-ს და მათ მომხრეების მხრიდან მოსწავლეების ოჯახებზე მუქარები დაიწყო. ოჯახები შიშისაგან ბავშვებს სკოლაში ვერ აგზავნიან. სახელმწიფომ კი მათი უსაფრთხოების გამო ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და მათ ადგილმდებარეობა შეუცვალა. მშობლებს კი ახალი სამუშაო ადგილი უნახა.

გაზეთ ”ვათანი”-ს მიხედვით თურქულმა ლირამ ოქტომბრის თვეში დოლარსა და ავროს მიმართებაში 4,4 %-იანი ზრდა განიცადა. ამით კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ზრდა შეინიშნება.

გაზეთი ”იენი შაფაქი” იტყობინება, რომ თურქეთი საოჯახო ტექსტილში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა მსოფლიო მასშტაბით. იგი ამ სფეროში ამჟამად ჩინეთის, ინდოეთის და პაკისტანის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. თურქეთი ახლა ირანში გახსნილი ბაზრით მეორე ადგილზე გასვლას გეგმავს.

გაზეთი ”სტარი” იუწყება, რომ თურქმა მომღერალმა თარქანმა ორი დღის წინ მონაკოში მონტე-კარლოს ვარსკვლავების დარბაზში კონცერტი გამართა. მის კონცერტს როგორც უცხოელები ასევე თურქეთის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. კონცერტზე დასასწრები ბილეთი კი 290 ავრო ღირდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები