31.10.1015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

360857
31.10.1015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც 1 ნოემბრის არჩევნების შესახებ დაწერილ სტატიას პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის სიტყვებით იწყებს. ერდოღანის თქმით ეს არის მეტად კრიტიკული არჩევნები, თუ სტაბილურობა და ნდობაა საჭირო, კარგად უნდა დაფიქრდნენ სად უნდა გამოიყენონ ხმა.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი კი წერს რომ კვლავ ვერ მოხდა ვენის სამიტზე, რომელიც 17 სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით ტარდებოდა, სირიის საკითხში შეთანხმება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი მცდელობის საჭიროება გამოიკვეთა, მაგრამ ესადის მომავლის შესახებ კვლავ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება.
აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთთან და ირანთან კვლავ გრძელდება ესადის მომავლის შესახებ აზრთა უთანხმოება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სინირლიოღლის განცხადებით კი, შეუძლებელია ესადთან მშვიდობის მიღწევა. სამიტის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი კვირის შემდეგ, კვლავ ჩატარდეს შეხვედრა.
ვენაში, სირიის კრიზისის მოგვარებისთვის მიმდინარე სამიტის მიუხედავად, გუშინ ესადის ძალებმა კვლავ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს დუმას რაიონის სამოსახლოებზე.
დაიღუპა 47, დაშავდა ასამდე ადამიანი.
გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ხუთი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. ნავთობის ფასების შემცირების მხარდაჭერით, სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დეფიციტი შემცირდა 46.6 ოდენობით და 3.7 მილიარდი დოლარით 2010 წლის თებერვლიდან დღემდე გამოავლინა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ ანტალიასა და ლონდონში გრაფიკული დიზაინით დასაქმებულმა გოქან ოზმანმა, რომელსაც თავის წვლილი მიუძღვის ჰოლივუდის ფილმების ბანერებშიც, მოამზადა Apple-ს (პირადი ინდივიდუალური ტექნოლოგიის) პირველი ინდივიდუალური ჩასაცმელი პროდუქტი. მან თავისი სახელი ჩაწერა Apple Store-ს ისტორიაში.
გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, Star wars-ის ფილმების მოყვარულებს წარედგინება ფილმის მეშვიდე, უკანასკნელი ნაწილი. მაგრამ პირველად მაყურებელს იგი გაეცნო მადრიდში, ქუჩის გამოფენაზე. ფილმის, რომლის სახელწოდება გახლავთ „ძალა იღვიძებს“ მთავარი გმირების ჩასაცმელები გამოფენილ იქნა მადრიდის ქუჩაზე.
გამოფენის ინიციატორები მაყურებელს წარუდგნენ ფილმის გმირების კოსტუმებით და ხალხთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები