თურქული პრესა 27.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

401367
თურქული პრესა 27.10.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაქი”-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოახლოებულ ზამთრის სეზონთან ერთად მიგრანტების პრობლემებიც იზრდება. ევროკავშირის და ბალკანეთის ქვეყნები ნახევარის საბერძნეთში, მთლიანობაში კი 100 ათასი მიგრანტისთვის ბანაკების აგებაზე შეთანხმდნენ. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ევროპაში 700 ათასმა მიგრანტმა შეაღწია, მაგრამ მათ მხოლოდ 86 ათასი ადამიანის დაბინავება შესძლეს.

გაზეთი ”საბაჰი” წერს, რომ გასულ კვირას მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მიმართ განხორციელებული გენოციდის პალესტინელებზე დაბრალების მცდელობით გამოსული ისრაელი პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ამჟამად აღმოსავლეთ იერუსალიმის ზოგიერთი დასახლებიდან 80 ათასი პალესტინელის განდევნას ფიქრობს. ამ ინფორმაციას ისრაელის გაზეთი ”იედიოტ აჰრონოტი” ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნულ ისაკითხი გასულ კვირას მინისტრთა საბჭოს სხდომაზეც იყო დღის წესრიგში დაყენებული.

გაზეთი ”სტარი” იტყობინება, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TÜİK) მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის სანდოობის ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მაშინ, როდესაც მომსახურეობის სექტორში ნდობის ინდექსი სექტემბრის თვეში 97,54% იყო, ოქტომბრის თვეში 0,1%-იანი ზრდა განიცადა. საცალო ვაჭრობის ნდობის ინდექსი კი წინა თვესთან შედარებით 2,7%-ით გაიზარდა. სამშენებლო სექტორში კი 0,5%-იანი კლება მოხდა.

გაზეთ ”ჰურრიეთ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”კოსოვო მაკედონიას ხუთი კილომეტრით დაუახლოვდა” და მასში ვკითხულობთ: თურქული ფირმა ENKA კოსოვოს დედაქალაქის მაკედონიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს, რომლის ხუთი კილომეტრი ფუნქციონირებაში უკვე შევიდა. პროექტი 2016 წელს უნდა დასრულდეს.

გაზეთი ”იენი აქით” იუწყება, რომ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო (TİKA) ავღანეთში ბალხის პროვინციაში მყოფ მევლანა ჯალალედდინ რუმის სახლს რესტავრაციას უტარებს. მევლანა ამ სახლში დაიბადა. TİKA-ს მიერ განხორციელებული ამ პროექტის ფარგლებში მევლანას სახლის ირგვლივ მყოფი სახლები დაინგრა, მაგრამ ორგანიზაციამ მათ ახალი საცხოვრებელი სახლები აუშენა. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.

გაზეთი ”ვათანი” წერს, რომ თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TÜİK) მიერ 2013-2014 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თურქეთში ქალები ყველაზე ხანგრძლივად ქალაქ ანტალიაში, ხოლო მამაკაცები კი ანკარაში ცხოვრობენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები