თურქული პრესა 21.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

395261
თურქული პრესა 21.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფიქრი იშიქმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ავტომობილთან დაკავშირებით წარმოებულმა მუშაობამ განსაკუთრებით ახალგაზრდების საოცარი დაინტერესება გამოიწვია. მინისტრის განცხადებით, გარკვეული ხნის წინ ადგილობრივი ავტომობილის პროტოტიპების პრეზენტაცია განახორციელეს და მანძილის გამგრძელებელ ძრავს, ბენზინზე მომუშავე ტრაქტორს, სატვირთო მანქანებს, სამშენებლო ტექნიკას, გენერატორებსა და ყველა სხვა სფეროში საჭირო ძრავებს შექმნიან.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, სტამბოლში იეშილქოიში 65 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე გადაჭიმულ საგამოფენო სივრცეს 700 ათას კვადრატულ მეტრამდე გაზრდიან და თურქეთის ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცედ გადააქცევენ. ამ უდიდესი ინვესტიციით თურქეთი ევროპის გამოფენების ლიგის პირველ ათეულში შევა. პროექტის პირველი ეტაპი 2017 წელში გაიხსნება მთლიანად კი 2019 წელში დასრულდება.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში მოყვანილია თურქ მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის TÜSİAD-ის თავმჯდომარის ჯანსენ ბაშარან სიმესის განაცხადება, რომელშიც ევროკავშირთან ურთიერთობებში წინა პლანზე წამოწეულ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ თურქეთისათვის თავისი უფლებების მიცემისათვის ევროკავშირის მიერ ახალი პირობების წამოყენება სწორად არ მიჩნია. TÜSİAD-ის თავმჯდომარის თქმით, თურქეთის ევროკავშირის წევრობისათვის სხვა სახის თანამშრომლობის ვაჭრობის საკითხად გადაქცევა უცნაურია.

გასულ კვირაში გამართულმა ‘İstanbul Design Week’-მა ლამაზ და ორიგინალურ ნამუშევრებს უმასპინძლა - წერას გაზეთი „ვათანი“. დიზაინერთა ჯგუფის NUMEN-ის დამაარსებელი ინდუსტრიული დიზაინერი ნიკოლა რადელკოვიჩი აღფრთოვანებული დარჩა სტამბოლით და განაცხადა, რომ ქალაქი ბევრი სხვა ქალაქის კოლაჟივითაა. მისი თქმით, სტამბოლი მის მშობლიურ ქალაქ სარაევოსაც ჰგავს, ამასთანავე ზღვის ეფექტი აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ინტენსიური ხასიათიც მომაჯადოებელია.

და ბოლოს, გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „დედამიწა ნოემბერში 15 დღით ჩაბნელდება“, რომლის მიხედვითაც, ნასას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პლანეტების ვენუსისა და იუპიტერის გამო მოსახდენი რიგი ასტრონომიული მოვლენებით დედამიწა 15 ნომებრიდან 30 ნოემბრამდე ჩაბნელდება. ვენუსი იუპიტერის სამხრეთ-დასავლეთით გადავა და ამით იუპიტერზე უფრო ნათელი გახდება. ვენუსის მიერ გამოყოფილი გაზი მზეს შეეხება და შუქი შემცირდება. ნასას განცხადებით, ამ უცნაური მოვლენის გამო პანიკა საჭირო არ არის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები