თურქული პრესა 19.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

355860
თურქული პრესა 19.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლში ჩამოსულმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან და პრემიერმინისტრ დავუთოღლუსთან, ევროპის ვიზების 2016 წლის ივლისში მოხსნის ჩათვლით 4 საკითხზე თურქეთს გარანტია მისცა. გარანტიების ფარგლებში გერმანია თურქეთს მიგრანტთა კრიზისის დასაძლევად 3 მილიარდი ევროს მხარდაჭერას გამოყოფს, თურქეთს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭება და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულუშმა განაცხადა, რომ მიგრანტთა კრიზისთან ერთად ევროპის კონტინენტზე არსებული პრობლემების ანკარის მხარდაჭერის გარეშე მოგვარება შეუძლებელია და ევროპა ამას უკვე მიხვდა. მისივე თქმით, მიგრანტების ევროპის კართან მისვლით ევროკავშირმა თურქეთის მიერ სირიის პრობლემის მოგვარების გზებზე წამოყენებულ წინადადებებზე ფიქრი დაიწყო და ვერც ერთი ქვეყნა სირიისათვის იარაღისა და ძალის მიწოდებით ომს ვერ მოიგებს.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია ევროინტეგრაციის მინისტრის დერილ დედეოღლუს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანების საკითხზე მუდმივად დაბრკოლებას უქმნის. მინისტრის თქმით, ბოლო 5 წელიწადში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე მხოლოდ ერთი ქვესათაურის გახსნა მოხერხდა. დედეოღლუმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ეს პოზიცია მიგრანტთა კრიზისის დაწყებასთან ერთად შეიცვალა და ევროპა ფიქრობს, რომ თურქეთი საჭიროა.

ქარამანის რეგიონის, რომლის ეკონომიკაც სოფლის მეურნეობას ემყარება, თავისუფალი ზონის შექმნით მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სურსათის წარმოების ცენტრად ქცევა იგეგმება - წერს გაზეთი „სტარი“. ასევე იგეგმება „სურათის ხეობის“ პროექტის განხორციელება და ქარამანის გლობალური მარკის შექმნა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 5-10 წელიწადში ქარამანის მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო გახდება.

და ბოლოს გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ მუღლას რაიონი, რომელსაც ყოველწიურად ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს, ისტორიული ადგილებითა და ბუნებრივი სილამაზეებით, ფილმის გადასაღებ ბუნებრივ მოედნად იქცა. მუღლაში წელს 12 სერიალი, 19 კინოფილმი და 9 დოკუმენტური ფილმი, ასევე 18 სატელევიზიო პროგრამა გადაიღეს. აქვე გადაიღეს ასევე ოსკარის მფლობელი მსახიობის რასელ კროუს ფილმიც „ბოლო იმედი“. ფილმებისა და სერიალების წყალობით კი გაიზარდა მუღლაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები