თურქული პრესა 17.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

393450
თურქული პრესა 17.10.2015


მიმოხილვას გაზეთ ”სტარი”-თ ვიწყევთ რომელშიც ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი G-20-ს ფარგლებში თურქეთში პირველად ჩატარებულ W-20-ს სამიტის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის პერიოდში იმყოფებიან ამიტომ მას სჯერა, რომ ამ პროცესში ქალბატონებს აუცილებლად შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ.

გაზეთ ”ვათან”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას წყალი” და მასში ვკითხულობთ: თურქმა ინჟინრებმა ჩ.კ.თ.რ. წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 66,5 კილომეტრიანი მილით თურქეთის ქალაქ მერსინიდან წყალი კუნძულზე გადაიყვანეს, რომელიც მსოფლიოში პირველია.

გაზეთი ”საბაჰი” წერს, რომ თურქეთმა 1019 წლამდე კოსმოსში ახალი საინფორმაციო სამაუწყებლო საშუალების გაგზავნამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ საკომუნიკაციო სატელიტი TÜRKSAT 4B ყაზახეთის ბაიკონის კოსმოსური სადგურიდან გაუშვეს. TÜRKSAT 4B-ს მეშვეობით რეგიონში ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება იგეგმება.

გაზეთი ”ჰურრიეთი” იტყობინება, რომ სირიაში ასადის მომხრეებმა რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ოპოზიციური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ალეპოს დასაბრუნებლად ოპერაციები დაიწყო. ამ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს, მაგრამ ირანმა ეს ინფორმაცია უარჰყო. სირიულმა წყაროებმა კი ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალის ქასიმ სულეიმანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი რეგიონში საბრძოლო პოზიციებს აკონტროლებს.

გაზეთი ”იენი შაფაქი”-ს მიხედვით ქაისერის ქულთეფეში აღმოჩენული უძველესი დროინდელი ტრაფარეტები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერებაში იქნა შეყვანილი. ანკარის უნივერსიიტეტის ენის, ისტორიის და გეოგრაფიის ლექტორის პროფესორ ფიქრი ქულაქოღლუს განცხადებით მათ მიერ გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ხელნაწერები არამხოლოდ ანატოლიის არამედ მესოპოტამიის და სირიის ისტორიასაც აღწერს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები